"საქართველოს ნაკრების ექიმმა დეკემბერში მითხრა, რომ ჩემი ფეხი საოპერაციო იყო. გადაამოწმეს სხვებმაც და თავი შეიკავეს, რადგან იყო შანსი, ვარჯიშით ეს პრობლემა გამოსწორებულიყო, თუმცა საბოლოოდ ეს არ მოხერხდა.
კონცენტრირებული ვარ, რომ რაც შეიძლება მალე დავუბრუნდე ფეხბურთს. რაც შეგვეხება "გენტს" და მე, ზამთარში გაირკვევა, დეკემბერში წავალ თუ ზაფხულში.
დაახლოებით ორ-სამ თვემდე დასჭირდება იმას, რომ მოედანზე გასვლა მოვახერხო.
ჩემით დაინტერესებული იყო "რომა", "გლადბახი" და "ლევერკუზენი". ყველაზე დიდი სურვილი "რომას" ჰქონდა და რომ არა ტრავმა, ეს ტრანსფერი გამოვიდოდა.
რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, ბელორუსი საშუალო დონის გუნდია, არ არის შვეიცარია ან დანია. იმედი მაქვს, რომ გავიმარჯვებთ და ფინალში ვითამაშებთ. ჩემი ყველაზე დიდი ოცნება ევროპის ჩემპიონატზე თამაშია", - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
19 წლის ნახევარმცველმა გასულ სეზონში "გენტის" რიგებში 31 შეხვედრა გამართა, სადაც 6 გოლითა და 9 საგოლე გადაცემით გამოირჩა.
"გენტის" ტექნიკური დირექტორი: გიორგი ჩაკვეტაძის გაყიდვას არ ვაპირებთ