აქვე, დანიურმა გამოცემა BT-მ გუშინ დაწერა, რომ "ბრონდბიუმ" საბა ლობჟანიძის სანაცვლოდ "რანდერსს" 4.5 მილიონი კრონა შესთავაზა, რაც დაახლოებით 500 000 დოლარი გახლავთ.
პედერსენი ამბობს, რომ დანიური გრანდის ფსონი მათთვის ეკონომიკურად მიმზიდველი არ არის.
"ბრონდბიუს" არ შემოუთავაზებია იმდენი, რომ ჩვენთვის საინტერესო ყოფილიყო. აქედან გამომდინარე, ჩვენ მათ უარი ვუთხარით".
პედერსენი ამბობს, რომ საბა ლობჟანიძეს აქვს განვითარების რესურსი. აქედან გამომდინარე, მის მომავალ კლუბს საბას უფრო ძვირად გაყიდვა შეეძლება.