"შერიფის" მწვრთნელი: გიორგი კოხრეიძე "საბურთალოს" საუკეთესო ფეხბურთელია, მატჩის შემდეგ ვესაუბრე

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში თბილისის "საბურთალოსთან" მატჩის შემდეგ (3:1) ტირასპოლის "შერიფის" მთავარმა მწვრთნელმა ზორან ზეკიჩმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"პირველ მატჩში არ ვიყავით მობილიზებულები. არ გვეგონა, თუ "საბურთალო" ასეთ თამაშს შემოგვთავაზებდა. დღეს კი ჩვენი მეტოქე მოდუნებული იყო. ეს სხვებსაც ემართებათ ხოლმე.

მინდა ვთქვა, რომ რაც მოხდა, ჩემი ბრალია. "საბურთალოს" მატჩები ვნახეთ, მაგრამ ვერ წარმოგვედგინა, რომ ასეთი ძლიერი გუნდის წინააღმდეგ მოგვიწევდა თამაში.

ჩემი ფეხბურთელები მეტოქის 7 (ვაგნერ გონსალვესი) და 10 (გიორგი კოხრეიძე) ნომრების გაჩერებას ვერ ახერხებდნენ.

მატჩის შემდეგ გიორგი
კოხრეიძეს ვესაუბრე. ის "საბურთალოს" საუკეთესო ფეხბურთელია. მთავარია, ასე გააგრძელოს", - განაცხადა ზეკიჩმა.

"საბურთალომ" ტირასპოლის "შერიფს" ორი მატჩის ჯამში 4:3 სძლია და ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში ზაგრების "დინამოს" დაუპირისპირდება.


altმატჩის კატასტროფული დებიუტის შემდეგ "საბურთალომ" "შერიფის" ბარიერის გადალახვა მოახერხა [VIDEO

altგიორგი ჭიაბრიშვილი: გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი

altგიორგი გაბედავა: ვერ ვხვდები, როგორ გავუშვით 3 გოლი პირველ 10 წუთში

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 3 /
დარწმუნებული ვარ კოხრეიძეს, შერიფში გადასვლა შესთავაზა.გიორგი სულელი იქნება,თუ საბურთალოდან შერიფში გადავა,იმიტომ რომ საბურთალო შესანიშნავი პროექტია და აქედან გაცილებით უკეთესი ზრდა ექნება,ხოლო როცა დრო მოვა,თვითონვე იზრუნებენ მისთვის საუკეთესო ვარიანტის გამონახვას.ორი სამი წელი მაინც საბურთალო სულ აღმავალზე ივლის და თუ შემადგენლობა შეინარჩუნა,ჯგუფური ეტაპები, მისთვის ჩვეულებრივი ამბავი გახდება.შესაბამისი შემოსავლებით და სხვა ატრიბუტებით.საბურთალო,დინამო,ლოკომოტივი,ბათუმი.თავისი აკადემიებით და კონკურენციით,უკვე საკმაოდ კვალიფიციურ ახალგაზრდობას ზრდიან და თუ სხვა კლუბებიც აუწყობენ ფეხს,მალე საქართველოს ჩემპიონატის დონე საკმაოდ აიწევს და ჩვენი ბაზარი სკაუტების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ აღმოჩნდება.სტადიონების მდგომარეობა თვალში საცემად გამოსწორდა,უკვე გვაქვს რამდენიმე ნორმალური სტადიონი,რამდენიმეც შენდება და ეს უკვე თვითონ ხდება ზრდის ფაქტორი.
სოსო
10:21 17-07-2019
1
რა კაი ტიპია ზეკიჩი
Racha
05:50 17-07-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული