კახა ცხადაძე: შემდეგ ეტაპზე ვერგასვლა ჩვენთვის კატასტროფა იქნებოდა

AutoSharing Option
ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში "ტორპედოს" დამარცხების (2:0) შემდეგ კომენტარი "ორდაბასის" მწვრთნელმა კახა ცხადაძემ გააკეთა:

"თავიდან ცოტა გაგვიჭირდა. პირველ ტაიმში ბურთის ამოტანისას რამდენჯერმე შეცდნენ ჩემი ფეხბურთელები და "ტორპედოს" მომენტები შეექმნა. თუმცა, შესვენებაზე ვისაუბრეთ ამაზე და მეორე ტაიმი სულ სხვანაირად ვითამაშეთ.

ჩემს ფეხბურთელებს მადლობას გადავუხდი და მივულოცავ წარმატებას.

რაც შეეხება "ტორპედოს", გუნდი ძალიან მალე არ შენდება, შეუძლებელია ამის გაკეთება. თუმცა ნიჭიერი ბიჭები არიან და დარწმუნებული ვარ, ჩხეტიანი კარგ გუნდს დააყენებს, რადგან პროგრესირებადი მწვრთნელია.

გუნდში დიდი მოთხოვნები იყო, მოლოდინებიც, რადგან კარგი
ფეხბურთელები მოვიყვანეთ. შემდეგ ეტაპზე ვერგასვლა ჩვენთვის კატასტროფა იქნებოდა და ბუნებრივია, ჩვენ მიმართ პრეტენზიებიც გაჩნდებოდა.

თუმცა, მინდა აღვნიშნო ერთი რამ - "საბურთალომ" "შერიფს" მოუგო, "ტობოლმა" დღეს ნახევრად პროფესიონალური გუნდი ვერ დაამარცხა. სახელებს მხოლოდ თამაშამდე აქვს მნიშვნელობა, მოედანზე 50:50-ზეა. კარგი ფიზმომზადებითა და სწორი თამაშით წარმატების მიღწევა ყოველთვის შეიძლება.

ქართულ გუნდთან თამაშს, ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებული მონდომებით შევხვდი. არა, ასე არ ყოფილა. ჩემს სამუშაოს ვასრულებდი და ნებისმიერი გუნდის წინააღმდეგ მიზანი შემდეგ ეტაპზე გასვლა იქნებოდა, მე ეს უნდა გამეკეთებინა.

რომ არ მოგატყუოთ, ერთადერთი, როცა გავიგე, რომ "ტორპედოს" შევხვდებოდით, ვიცოდი, ძალიან მძიმე მატჩები იქნებოდა. განსაკუთრებით, გასვლაზე და ამიტომ, ფრთხილად ვითამაშეთ. მიუხედავად იმისა, რომ იწერებოდა ფეხბურთელების წასვლის შესახებ და ახალმოსულებს გამოცდილება დიდი არ ჰქონდათ, ვიცოდი, მათი ნიჭიერებიდან გამომდინარე, ადვილი არაფერი იქნებოდა. ქუთაისში რომ ყოფილიყო მატჩი, სამმაგად უფრო რთული იქნებოდა.

აი, სულ ვნერვიულობდი, რადგან ვიცი მე ჩვენი თვისებები, ძალიან ნიჭიერები ვართ, საფეხბურთო ქვეყანა ვართ. ის, რაც "ტორპედოს" დაემართა, ტრაგედიაა, ასეთი რამ არ უნდა მოხდეს".

მკითხველის კომენტარები / 9 /
წადი რა როგორ ხბოსავით კყნტრუშებდი, ბავშმაც კი იცის მშო
ბლიური ქვეყნის გუნდის წინააღმდეგ გოლი არ უნდა აღნიშნო.
Rrrr
10:18 19-07-2019
0
შენი ჯიბისთვის იქნებოდა კატარსტროფა, კი ნამდვილად
zaza
13:06 19-07-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული