ქართული კლუბების სავარაუდო მეტოქეები ევროთასების მესამე ეტაპზე

AutoSharing Option
22 ივლისს შვეიცარიაში, ქალაქ ნიონში, ჩვენი დროით 14:00 საათზე, ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართება.

იქამდე კი გუნდები რამდენიმე ჯგუფად არიან დალაგებულნი და უკვე ცნობილია ის სავარაუდო მეტოქეები, რომლებიც შესაძლოა ქართულ კლუბებს შეხვდნენ.

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მოასპარეზე "საბურთალო" განთესილ წყვილთა შორის არის, რადგან ზაგრების "დინამოს" 29.500 ევროქულა აქვს. თუ თბილისელები ხორვატიული კლუბის დამარცხებას შეძლებენ, ჩემპიონთა ლიგის მე-3 ეტაპზე ბერძნულ პაოკს ან აღნიშნულ წყვილებს შორის გამარჯვებულს შეიძლება შეხვდნენ:

"ყარაბაღი" (აზერ) - "დანდალკი" (ირლ)
"მარიბორი" (სლოვ) - 
აიკ (შვე)
"ცრვენა ზვეზდა" (სრბ) - ჰიკ (ფინ)
თელ-ავივის "მაკაბი" (ისრ) - "კლუჟი" (რუმ)
"ვალეტა" (მლტ) - "ფერენცვაროში" (უნგ)
პაოკი (საბ)

თუკი "საბურთალო" ზაგრების "დინამოს" დამარცხებას ვერ მოახერხებს და ევროპა ლიგაზე გადაერთვება, იქ ამ წყვილებს შორის გამარჯვებული მეტოქე შეხვდება:

"ტრე პენე" (სან მრ) - "სუდუვა" (ლიეტ)
"პიასტ გლივიცე" (პოლ) - "რიგა" (ლატ)
"არარატ არმენია" (სომხ) - "ლინკოლნი" (გიბრ)
"ვალური" (ისლ) - "ლუდოგორეცი" (ბულ)
"ტორშავნი" (ფარ) - "ლინფილდი" (ჩრდ. ირ)

საჩხერის "ჩიხურა" შოტლანდიური "აბერდინის" დამარცხების შემთხვევაში "რიიეკას" ან ამ წყვილებს შორის გამარჯვებულს შეხვდება:

პსვ ეინდჰოვენი (ჰოლ) - "ბაზელი" (შვე)
"ქონას ქუეი ნომანდსი" (უელ) - "პარტიზანი" (სრბ)
"ფლორა" (ესტ) - ფრანკფურტის "აინტრახტი" (გერმანია)
"ჟენეს ეში" (ლუქსემბურგი) - "ვიტორია" (პორტუგალია)
"რიიეკა" (ხორ)

რაც შეეხება თბილისის "დინამოს", თუ დინამოელები "გაბალას" გასცდებიან, მომდევნო რაუნდში "ფეიენოორდს" ან ამ წყვილთა შორის გამარჯვებულიდან ერთ-ერთს შეხვდებიან:

"აპოელ ბეერ შევა" (ისრ) - "კაირათი" (ყაზ)
"შემროქ როვერსი" (ირლ) - ლიმასოლის "აპოლონი" (კვიპ)
"ტორინო" (იტა) - "დებრეცენი" (უნგ)
"ვიქტორია პლზენი" (ჩეხ) - "ოლიმპიაკოსი" (საბ)
"ფეიენოორდი" (ჰოლ)

იქამდე კი ქართულ კლუბებს მეორე საკვალიფიკაციო ეტაპები ელით. სამშაბათს, 23 ივლისს "საბურთალო" მიხეილ მესხის სახელობის მოედანზე  ზაგრების "დინამოს" უმასპინძლებს. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.

ხუთშაბათს, 25 ივლისს, საჩხერის "ჩიხურა" "დინამო არენაზე" "აბერდინს" მიიღებს. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

ხოლო თბილისის "დინამო" ასევე ხუთშაბათს, 25 ივლისს, გასვლაზე "გაბალას" შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 8 /
ნუ ითიშებით ხოლმე, ანუ ნუ კარგავთ კონცენტრაციას , ეს იცის ფიზიკურად ზუსტად მომზადებამ ან როცა გუნდი ტაქტიკურ შეცდომებს უშვებს და თამაში არ იქმნება , მაგრამ მაინც
ეცადეთ მეტოქე ნებისმიერ შემთხვევაში სწორად აგრესიული თამაშით დათრგუნოთ და სადავეები აიღოთ, ტექნიკურად ქართულ გუნდებს გაცილებით
ნაკლები პრობლემა აქვს და შეიძლება მოგება, ვიმეორებ -უ ნ დ ა გაუძლონ და აჯობონ ფ ი ზ ი კ უ რ ი მომზადებით. ფიზიკური სისუსტე და აქედან გამომდინარე კონცენტრაცის დაკარგვა - ქართული გუნდების ძირითადი პრობლემაა და უ ნ დ ა აღმოიფხვრას!
გლახუნა
21 ივლისი 2019 20:08
3
თუ მოვინდომებთ ისეთი მეტოქეებიც არ არიან 3 ეტაპზე რო შანსი არ გვქონდეს 1-2 ის გამოკლებით მაგრამ ჯერ მთავარია მეორე ეტაპი გადავლახოთ სადაც დინამომ უეჭველი უნდა მოიგოს ჩიხურასაც აქვს შანსი აბერდინი დიიდი არაფერი გუნდია და საბურთალოს ვერ მოვთხოვთ შედეგს მაგრამ თუ თავის თამაში ითამაშეს და ცოტა გაუმართლათ ...
ka
21 ივლისი 2019 18:24
4
ველოდები ძალიან ღირსეულ ასპარეზობას და გამარჯვებებს ,ბიჭებო დაამტკიცეთ ,რომ არავისზე ნაკლები არ ხართ.იბრძოლეთ ყველა წამისთვის,არ დაუთმოთ არცერთი სანტიმეტრუ , გისურვებთ გამარჯვებას
paladin
21 ივლისი 2019 18:15
1
ქუდზე კაცი ლოკოზე 23-ში საბურთალოს მხარდასაჭერად. საჭიროა მინიმუმ 2-0 მოგება.
იმედია რომ ეს "მოსალოდნელი სასწაული" მოხდება :)
Jango
21 ივლისი 2019 17:05
3
ყველაზე უკეთეს შემთხვევაში ჯერ ეს ეტაპი გადავლახოთ სამივე გუნდმა და სულაც არაა აბერდინი და ზაგრების ბდინამო დაუმარცხებელი. გაბალა ყველა ვარიანტში უნდა დავამარცხოთ. ღმერთი ჩვენსკენ.
roma
21 ივლისი 2019 16:26
1
მოგვაწოდეთ ინფორმაცია ჯგუფურ ეტაპზე რომელი გუნდები შეხვდება საბურთალოს და დინამოს
jaba
21 ივლისი 2019 16:04
15
ჯგუფურამდე მივიდეთ ჯერ...
გიორგი
22 ივლისი 2019 13:45
1
ძალიან უნდა გაგვიმართლოს მომდევნო ეტაპზე რომელიმე ქართულმა კლუბმა რომ იასპარეზოს ისევ.
basket
21 ივლისი 2019 15:55
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული