"რუბინის" მწვრთნელები ხვიჩა კვარაცხელიას სასტარტოში არდაყენებას განმარტავენ

AutoSharing Option
რუსეთის ჩემპიონატის პირველ ტურში "რუბინმა" "ლოკომოტივს" ხვიჩა კვარაცხელიას გოლით ფრე გაუგორა (1:1), ხოლო მეორე ტურში "დინამო" ბექა მიქელთაძის გოლით დაამარცხა (1:0). კვარაცხელია ამ შეხვედრაშიც შეცვლაზე შევიდა, შეტევაში თამაში გამოაცოცხლა და საგოლე კომბინაციაშიც აქტიური მონაწილეობა მიიღო.

ნამატჩევს გუნდის მთავარ მწვრთნელს, რომან შარონოვსა და მის ასისტენტს, ედუარდო დოკამპოს ჰკითხეს, თუ რატომ არ აყენებენ კვარაცხელიას ძირითად შემადგენლობაში.

შარონოვი: "ახლა სჯობს, ხვიჩამ გუნდი შეცვლაზე შესვლით გააძლიეროს. გუნდი ჩემი მსოფლმხედველობით მოვამზადე. კრიტიკოსებს არაფერი აქვთ სათქმელი. სასიამოვნოა თუ არა იმის მოსმენა, რომ როგორც იქნა, შემტევ ფეხბურთს
ვთამაშობთ? ეს პირველ რიგში ფეხბურთელებისთვის უნდა იყოს სასიამოვნო, რადგან ისინი არიან შემოქმედები, ჩემი იდეების მოედანზე რეალიზებას ისინი ახდენენ".

დოკამპო: "ხვიჩამ თამაშზე კონტროლი შეგვძინა. არიან ფეხბურთელები, რომლებიც გუნდს შეცვლაზე შესვლით უფრო ეხმარებიან. ის ჯერ ძირითადში სათამაშოდ მზად არ არის".

მკითხველის კომენტარები / 1 /
დააყენე,მოსინჯე ძირითადში და ნახავ თუ არაა მზად ხვიჩა ძირითადში სათამაშოდ! რაღაცას ჩმახავ ბატონო მწვრთნელო! ყოჩაღ ბიჭებო ასე გააგრძელეთ და ამით თქვენ ქვეყანას დიდ სამსახურს გაუწევთ,იმედის ნაპერწკალი დააბრუნა თქვენმა თამაშმა! ისე რუსეთის ნაკრების თითქმის 95 პროცენტი რუსეთის პრემიერ ლიგაში თამაშობს და ხელწამოსაკრავი გუნდი ნამდვილად არაა! რუსეთში ნამდვილად შეიძლება ნაკრების ფეხბურთელის მომზადება!
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული