Sports: ახალგაზრდა ქართველები "რუბინს" მიათრევენ

AutoSharing Option
რუსული გამოცემა Sports-იაქვეყნებს სტატიას რუსეთის პრემიერლიგის მეორე ტურის შესახებ და ერთ-ერთ ქვეთავს სწორედ ასე ჰქვია: "ახალგაზრდა ქართველები "რუბინს" მიათრევენ".

სტატიაში წერია, რომ "რუბინი" პირველ ორ შეხვედრაში ძალიან კარგად თამაშობდა და "ლოკომოტივთანაც" შეეძლოთ მოგება. თუმცა, "დინამოსთან" გუნდი არანაკლებ კარგად გამოიყურებოდა და უმცირესობაშიც კი სჯობდა მოსკოველებს.

"რუბინმა" გამარჯვება 21 წლის ქართველი თავდამსხმელის, ბექა მიქელთაძის წყალობით მოიპოვა. გამოცემა აღნიშნავს, რომ მამუკა ჯუღელმა "რუბინში" ძალიან მაგარი ბიჭები მიიყვანა. "ლოკოსთან" ქულა გუნდს ხვიჩა კვარაცხელიამ მოუტანა, "დინამოსთან" კი ბექა მიქელთაძემ მოაგებინა.

მათ გარდა, გუნდში ზურიკო დავითაშვილი არის,
რომელიც ორივე შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში გახლდათ. ის ჯერ მხოლოდ 18 წლის არის, თუმცა უკვე თავდაჯერებული ფეხბურთელივით გამოიყურება და მოედანზე ხარისხიან გადაწყვეტილებებს იღებს.

დავითაშვილი "რუბინში" ზამთარში ვარჯიშობდა. ბერდიევს მისი ყიდვა სურდა, თუმცა სპონსორებმა უარი უთხრეს. მისი წასვლის შემდეგ კი ქართველთან კონტრაქტი გააფორმეს. ახლა კი, სამი მხნე და ახალგაზრდა ქართველი უდგას გუნდს სათავეში.

მკითხველის კომენტარები / 1 /
Kargia ufrokargi iqneba roca samive dziritadshi itamashebs da ertad sheuteven carmatebebi
Va-Le
17:45 23-07-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული