ზაგრების "დინამომ" "საბურთალო" კლასით დაჯაბნა და გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
23 ივლისს, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში "საბურთალო" ზაგრების "დინამოსთან" 0:2 დამარცხდა.

ევროტურნირის დებიუტში საქართველოს ჩემპიონმა ორი სიურპრიზი შემოგვთავაზა - დადებითი და უარყოფითი და საინტერესო გახლდათ, რით გაგვაკვირვებდა ამჯერად. რაც შეეხება მეტოქეს, მათ წინასამატჩო განცხადებებში დელიკატური თავდაჯერებულობა შეინიშნებოდა.

მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას და შეუტიეს, თუმცა, უხიფათოდ. სტუმრები კი ორგანიზებელად იცავდნენ თავს, ზონები საიმედოდ გადაკეტილი ჰქონდათ და მომენტები თითქმის არ იქმნებოდა - აშკარა იყო, გასვლაზე თამაშის ასეთი მიმდინარეობა აწყობდა.

სადღაც შუა ტაიმში თამაში გათანაბრდა, 39-ე წუთზე კი სწრაფი კონტრიერიშისას
გავრანოვიჩი მეკარესთან პირისპირ გაიჭრა და ბოლო მომენტში ტერამ ვარდნაში მოახერხა დარტყმული ბურთის მოგერიება.

მეორე ტაიმის დასაწყისში "საბურთალოს" პირველი ნაღდი მომენტი ჰქონდა, როდესაც ლაკვეხელიანის გრძელი გადაცემის შემდეგ როლოვიჩის თავით დარტყმული ბურთი ლივაკოვიჩმა მოიგერია.

აქედან მოყოლებული, "დინამომ" უფრო სახიფათოდ შეუტია და გოლიც გაიტანა - მარჯვენა ფლანგიდან აწეულ მაღალ ბურთზე ორსიჩმა მალის დაასწრო და მიგინეიშვილის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.

78-ე წუთზე დაცვაში პოზიციური შეცდომის შედეგად ორსიჩმა მარგველაშვილთან ბრძოლაში პენალტი მოიპოვა, რომელიც შეცვლაზე შესულმა პეტკოვიჩმა გამოიყენა და ყველაფერი დასრულდა.

მოკლედ, ზაგრებული გუნდის მწვრთნელის, ბიელიცას მშვიდად და ზედმეტად გაუმწვავებლად თამაშის გეგმამ შედეგი გამოიღო და მოდით, ვიყოთ ობიექტურნი, კლასის ხარჯზე გაიმარჯვა. აკი თქვა კიდეც მან, მოწინააღმდეგე კარგად შევისწავლეთ, გავარდნას არც კი განვიხილავთ და ორივე შეხვედრის მოგებას შევეცდებითო.

საპასუხო შეხვედრა ხორვატიაში 30 ივლისს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

თბილისი. "მიხეილ მესხი"
საბურთალო - დინამო (ზ) 0:2
გოლები: 0:1 ორსიჩი (67), 0:2 პეტკოვიჩი (78, პენ)

საბურთალო: მიგინეიშვილი, მალი, მარგველაშვილი, ლაკვეხელიანი, რეხვიაშვილი, გონსალვესი, დიასამიძე (ცნობილაძე 82), ტერა (კაკუბავა 57), ალთუნაშვილი (გაბედავა 70), როლოვიჩი, კოხრეიძე

დინამო: ლივაკოვიჩი, ადემი, პინტო (შიტუმი 50), ლეშკოვიჩი, პერიჩი, ჰაიროვიჩი, გავრანოვიჩი (პეტკოვიჩი 68), გოიაკი (სუინიჩი 86), ლეოვაცი, კაძიორი, ორსიჩი

მკითხველის კომენტარები / 31 /
კომენტარებს ვკითხულობდი და ზოგი მწვრთნელს აკრიტიკებს და ზოგი ფეხბურთელებს. მე პირადად, მგონია, რომ ეს ის შემთხვევაა, როცა სასაყვედურო ნამდვილად არაფერი გვაქვს. გასაკრიტიკებელი იყვნენ შერიფთან განმეორებით მატჩში ჩატარებული პირველი ტაიმის გამო. მაგრამ დღეს რაც ითამაშეს, ამას "დაცვითი" ფეხბურთი ნამდვილად არ ერქვა.
ზაგრებსა და საბურთალოს კლუბებს შორის არის ძალიან დიდი განსხვავება. გზირას და ჰაიდუკის შემთხვევა რომ მოგყავთ, მაგათ შორის ასეთი განსხვავება არაა. ჰაიდუკი გორის დილამაც გააგდო რამდენი წლის წინ. ზაგრების დინამო სხვა დონის გუნდია. თითქმის ყოველ წელს ყიდიან ფეხბურთელებს გერმანიაში და სხვა ტოპ ქვეყნებში და პირიქითაც ბევრ ფეხბურთელს იმატებენ იქაური გამოცდილებით.
2 დღის წინ წავიკითხე, რომ ბაიერნი ყიდულობს ახლა მათ ერთ-ერთ ფეხბურთელს და იხდის 45 მილიონს. 45-ს. მილიონს. ხვდებით? ამდენი ფული რომელიმე ქართულ კლუბს როდესმე ჰქონია?
საბურთალოს ფეხბურთელი გაუყიდია? (ევროპაში "მოწყობას" არ ვგულისხმობ, იჯარით).
ან თუ გაუკეთებია ტრანსფერი, 1 მილიონად მაინც გაუყიდიათ ვინმე? არა. აი ამხელაა სხვაობა ამ კლუბებს შორის.
ზაგრების დინამო თითქმის ყოველწელს თამაშობს ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპებზე და საბურთალოსთვის ეს პირველი გამოცდილება იყო.
ამ ყველაფრის ფონზე გუნდი გამოვიდა და პირველ ტაიმში, ბურთის ფლობა 64/36-ზე იყო. ეს ცოტაა? საერთოდ რომ პირველივე ტაიმშივე წაეგოთ თამაში, რატომ იქნებოდა ეს ალოგიკური? საბოლოო ჯამში თითქმის თანაბარი თამაში იყო და პენალტის ეპიზოდშიც ცოტა საკამათო მომენტი იყო. მომენტებიც საკმაოდ შექმნეს, მაგრამ აკლიათ ჯერ კლასი და გამოცდილება. რაც მოაქვს დროს და სტაბილურობას. და აი ზუსტად ესაა პრობლემა.
პრობლემა არის ეგ, რომ მომავალ წელს საბურთალოც, ალბათ, ისევე დაიშლება, როგორც იშლებიან სხვა ქართული კლუბები. ყოველთვის. იმის მაგივრად, რომ კლუბმა შემადგენლობა შეინარჩუნოს და სუსტი რგოლები გააძლიეროს, პირიქით მოხდება. ეს ფეხბურთელები წავლენ ლიეპაიაში, ორდაბასში, ტობოლში, ფახთაქორში და ყველგან, სადაც ცოტა მეტს გადაუხდიან და იქ მორჩება მათი კარიერაც. იმის მაგივრად, რომ კლუბთან ერთად გაიზარდონ და მომავალ წელს მართლა შედეგი დადონ, რითიც უკეთეს "ოფერებს" მიიღებენ და კლუბიც მიიღებს საშუალებას რომ განვითარდეს, მაგრამ ეს ვერაფრით ვერ მოახერხა ვერცერთმა ქართულმა კლუბმა.
Burton
23 ივლისი 2019 23:54
4
უკეთესი ფეხბურთელები გვყავს ტექნიკით მაგრამ გამოცდილებმა მოიგეს ლოგიკურად. კარგი სიტუაცია რო იყოს საქართველოში ეკონომიკურად ჩვენ ამათ გადავთელავთ , მაგრამ მომავალ წელს როცა ეს ფეხბურთელები უფრო გამოცდილები გახდებიან, 90 % საზღვარგარეთ წავა იქ გაფუჭდებიან ბრჭყალებში და აქ ისევ ახალი თაობით ისევ გამოუცდელებით შეივსება. რეალობა ერთია, სანმ ქვეყანა არიქნება ძლიერი და ვერ შეძლებს ფეხბურთელების სრულფასოვან მომსახურებას და ანაზღაურებას ჩვენ სულ ასე ვიქნებით, სამწუხარო რეალობაა რომელსაც მე წლებია შეგუებული ვარ
Emir
23 ივლისი 2019 23:52
0
მეორე გოლი მსაჯმა აჩუქა ზაგრებს. უსამართლო პენალტი იყო
გიორგი
23 ივლისი 2019 23:46
2
არ იყო ეს თამაშები წასაგები... რა პენალტი დადო ან რას გავდა ამ მსაჯის საქციელი საერთოდ...
იმედი მაქვს საბურთალო ღირსეულად იბრძოლებს ზაგრებში...
წარმატებები ბიჭებო...
მართალი
24 ივლისი 2019 01:02
4
უკეთესი გუნდია, რად უნდა ლაპარაკი? გამოცდილი და ჩამოყალიბებული. ბოლო ბოლო ნაკრების ფეხბურთელები თამაშობენ და რატომ გვიკვირს მათთან დამარცხება? საბურთალო სულაც მესამე თამაშს ატარებს. ევროპა ლიგაზე 2 ეტაპი რომ გავიაროთ, უკვე წარმატებაა. მომავალში მეტს მივაღწევთ
:))))
24 ივლისი 2019 01:54
4
გვაჯობა ზაგრების დინამომ მერე რა გულო არ უნდა გავიტეხოთ ეს ფეხბურთია და აქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
ფენომენო
23 ივლისი 2019 23:31
8
"კლასით დაჯაბნა"? აა, მსაჯს კლასი ერქვა? უეფა ამ ელამ მსაჯებს სად პოულობს?! 100% კუთხური ვერ დაინახა, ჩვენები წინ ჩატოვა, ამის გამო კონტრშეტევის წნეხში ჩააგდო ჩვენი ბიჭები და მუქთად მირთმეული პენალით დააგვირგვინა ეპიზოდი!
მსაჯები ყველა სპორტში გვერჩიან
24 ივლისი 2019 00:19
2
ჩემი აზრით, გუნდს ძალიან გააძლიერებდა ერთი მაღალი დონის ცენტრალური მცველი და მეკარე. ძალიან არ მომწონს გუნდის კაპიტანი, მართალია რაღაც მომეტებში თავის სიმაღლეზე დგას, მაგრამ არასტაბილურია და შესაძლოა გადამწყვეტ მომენტში გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვას. გაიხსენეთ გავრანოვიცის მომენტი, უბნის ბავშვივით გასცდა მარგველაშვილს, პენალტიც ძალიან უაზროდ აიკიდა და ზოგადად ბევრი მუშაობა მოუწევს თავის თავზე, ამ დონეზე სათამაშოდ. არ მომეწონა ასევე ვაგნერ გონსალვესი, ყოველთვის აფერხებდა თამაშის სისწრაფეს და თითქოს ეშინოდა თამაშის თავის თავზე აღებდა, ძალიან ცოტა სპრინტი გააკეთა, მეტი შეეძლო და ზოგადად ლეგიონერისგან მეტს ველით ყველა. არაა ისეთი ძლიერი, როგორიც მეგონა და წარმომედგინა. საერთო ჯამსი, ძალიან სიმპატიური გუნდია საბურთალო და ალბათ იმ ცნობილი ზესტაფონის შემდეგ, ყველაზე გამართულ ფეხბურთს თამაშობენ, აუცილებლად აღსანიშნავია მწვრთნელის ხელი, ტაქტიკურად გამართულად თამაშობენ და იციან რა უნდა აკეთონ მოედანზე
რეალობა
24 ივლისი 2019 13:41
0
გვეღადავებიით, მარტო კლასიით?
ავაზა
23 ივლისი 2019 23:30
11
ისე იყო თუ ასე არის ....ამ დონეს მხოლოდ 3-4 ფეხბურთელი შეეფერებოდა ...დანარჩენთან დიდი ბოდიში მაგრამ ალბათ მხოლოდ ეროვნულ ჩემპიონატს ქაჩავენ ...ეგ ბავშვები თუ დროზე არ წავიდნენ ჩვენ ჩემპიონატში გაზრდას შეწყვტნენ ....ამის წინ გამიხარდა თუ კი ზაგრებთან გამოვარდებიან თქო ევროლიგაზე 2 სუსტ გუნდიდან ერთი ელოდება თქო ...მაგრამ დღეს სპეციალურად გადავხედე “ არარატის “ სასტავს და იმათთანაც გაგვიჭირდება სამწუხაროდ ...იმათ გუნდში სომხების გარდა ყველა ყავთ მგონი ....ჰოლანდიელები პორტუგალიელი სერბი რუსები რამდენიმე აფრიკელი და მათ წარსულს რომ გადავხედე არც თუ ისე ცუდ კლუბებში აქვთ ნათამაშები თან სულ რაღაც 2-3 წლის უკან ....თან საინტერესო ის არის რომ ყველა თავისუფალი სტატუსით ყავთ აყვანილი ...მიჩნდება ერთი კითხვა როგორ ახერხებენ ამას სომხები და ჩვენ რატომ ვერ ან არ ვაკეთებთ ...?!?!?! ასე რომ ღმერთმა ნუ ქნას და მაგ არარატთან პრობლემები შეგვექმნას .... აი ტრაგედია მაშინ ვნახოთ ...მაგათ ყბიდან ვერ ამოვალთ წლები ....აზერები და ყაზახები ( ნაკრებმა ჩააგდებინეს ენა თორეეემ ...) ხომ ავაბლატავეთ ახლა ესენი გვაკლია ...ასე როოომ ჯანდაბას ეგ ზაგრები მთავარი წინ გველოდება ....!!!
Auee
24 ივლისი 2019 00:18
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული