ზაგრების "დინამომ" "საბურთალო" კლასით დაჯაბნა და გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
23 ივლისს, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში "საბურთალო" ზაგრების "დინამოსთან" 0:2 დამარცხდა.

ევროტურნირის დებიუტში საქართველოს ჩემპიონმა ორი სიურპრიზი შემოგვთავაზა - დადებითი და უარყოფითი და საინტერესო გახლდათ, რით გაგვაკვირვებდა ამჯერად. რაც შეეხება მეტოქეს, მათ წინასამატჩო განცხადებებში დელიკატური თავდაჯერებულობა შეინიშნებოდა.

მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას და შეუტიეს, თუმცა, უხიფათოდ. სტუმრები კი ორგანიზებელად იცავდნენ თავს, ზონები საიმედოდ გადაკეტილი ჰქონდათ და მომენტები თითქმის არ იქმნებოდა - აშკარა იყო, გასვლაზე თამაშის ასეთი მიმდინარეობა აწყობდა.

სადღაც შუა ტაიმში თამაში გათანაბრდა, 39-ე წუთზე კი სწრაფი კონტრიერიშისას
გავრანოვიჩი მეკარესთან პირისპირ გაიჭრა და ბოლო მომენტში ტერამ ვარდნაში მოახერხა დარტყმული ბურთის მოგერიება.

მეორე ტაიმის დასაწყისში "საბურთალოს" პირველი ნაღდი მომენტი ჰქონდა, როდესაც ლაკვეხელიანის გრძელი გადაცემის შემდეგ როლოვიჩის თავით დარტყმული ბურთი ლივაკოვიჩმა მოიგერია.

აქედან მოყოლებული, "დინამომ" უფრო სახიფათოდ შეუტია და გოლიც გაიტანა - მარჯვენა ფლანგიდან აწეულ მაღალ ბურთზე ორსიჩმა მალის დაასწრო და მიგინეიშვილის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.

78-ე წუთზე დაცვაში პოზიციური შეცდომის შედეგად ორსიჩმა მარგველაშვილთან ბრძოლაში პენალტი მოიპოვა, რომელიც შეცვლაზე შესულმა პეტკოვიჩმა გამოიყენა და ყველაფერი დასრულდა.

მოკლედ, ზაგრებული გუნდის მწვრთნელის, ბიელიცას მშვიდად და ზედმეტად გაუმწვავებლად თამაშის გეგმამ შედეგი გამოიღო და მოდით, ვიყოთ ობიექტურნი, კლასის ხარჯზე გაიმარჯვა. აკი თქვა კიდეც მან, მოწინააღმდეგე კარგად შევისწავლეთ, გავარდნას არც კი განვიხილავთ და ორივე შეხვედრის მოგებას შევეცდებითო.

საპასუხო შეხვედრა ხორვატიაში 30 ივლისს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

თბილისი. "მიხეილ მესხი"
საბურთალო - დინამო (ზ) 0:2
გოლები: 0:1 ორსიჩი (67), 0:2 პეტკოვიჩი (78, პენ)

საბურთალო: მიგინეიშვილი, მალი, მარგველაშვილი, ლაკვეხელიანი, რეხვიაშვილი, გონსალვესი, დიასამიძე (ცნობილაძე 82), ტერა (კაკუბავა 57), ალთუნაშვილი (გაბედავა 70), როლოვიჩი, კოხრეიძე

დინამო: ლივაკოვიჩი, ადემი, პინტო (შიტუმი 50), ლეშკოვიჩი, პერიჩი, ჰაიროვიჩი, გავრანოვიჩი (პეტკოვიჩი 68), გოიაკი (სუინიჩი 86), ლეოვაცი, კაძიორი, ორსიჩი

მკითხველის კომენტარები / 31 /
კომენტარებს ვკითხულობდი და ზოგი მწვრთნელს აკრიტიკებს და ზოგი ფეხბურთელებს. მე პირადად, მგონია, რომ ეს ის შემთხვევაა, როცა სასაყვედურო ნამდვილად არაფერი გვაქვს. გასაკრიტიკებელი იყვნენ შერიფთან განმეორებით მატჩში ჩატარებული პირველი ტაიმის გამო. მაგრამ დღეს რაც ითამაშეს, ამას "დაცვითი" ფეხბურთი ნამდვილად არ ერქვა.
ზაგრებსა და საბურთალოს კლუბებს შორის არის ძალიან დიდი განსხვავება. გზირას და ჰაიდუკის შემთხვევა რომ მოგყავთ, მაგათ შორის ასეთი განსხვავება არაა. ჰაიდუკი გორის დილამაც გააგდო რამდენი წლის წინ. ზაგრების დინამო სხვა დონის გუნდია. თითქმის ყოველ წელს ყიდიან ფეხბურთელებს გერმანიაში და სხვა ტოპ ქვეყნებში და პირიქითაც ბევრ ფეხბურთელს იმატებენ იქაური გამოცდილებით.
2 დღის წინ წავიკითხე, რომ ბაიერნი ყიდულობს ახლა მათ ერთ-ერთ ფეხბურთელს და იხდის 45 მილიონს. 45-ს. მილიონს. ხვდებით? ამდენი ფული რომელიმე ქართულ კლუბს როდესმე ჰქონია?
საბურთალოს ფეხბურთელი გაუყიდია? (ევროპაში "მოწყობას" არ ვგულისხმობ, იჯარით).
ან თუ გაუკეთებია ტრანსფერი, 1 მილიონად მაინც გაუყიდიათ ვინმე? არა. აი ამხელაა სხვაობა ამ კლუბებს შორის.
ზაგრების დინამო თითქმის ყოველწელს თამაშობს ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპებზე და საბურთალოსთვის ეს პირველი გამოცდილება იყო.
ამ ყველაფრის ფონზე გუნდი გამოვიდა და პირველ ტაიმში, ბურთის ფლობა 64/36-ზე იყო. ეს ცოტაა? საერთოდ რომ პირველივე ტაიმშივე წაეგოთ თამაში, რატომ იქნებოდა ეს ალოგიკური? საბოლოო ჯამში თითქმის თანაბარი თამაში იყო და პენალტის ეპიზოდშიც ცოტა საკამათო მომენტი იყო. მომენტებიც საკმაოდ შექმნეს, მაგრამ აკლიათ ჯერ კლასი და გამოცდილება. რაც მოაქვს დროს და სტაბილურობას. და აი ზუსტად ესაა პრობლემა.
პრობლემა არის ეგ, რომ მომავალ წელს საბურთალოც, ალბათ, ისევე დაიშლება, როგორც იშლებიან სხვა ქართული კლუბები. ყოველთვის. იმის მაგივრად, რომ კლუბმა შემადგენლობა შეინარჩუნოს და სუსტი რგოლები გააძლიეროს, პირიქით მოხდება. ეს ფეხბურთელები წავლენ ლიეპაიაში, ორდაბასში, ტობოლში, ფახთაქორში და ყველგან, სადაც ცოტა მეტს გადაუხდიან და იქ მორჩება მათი კარიერაც. იმის მაგივრად, რომ კლუბთან ერთად გაიზარდონ და მომავალ წელს მართლა შედეგი დადონ, რითიც უკეთეს "ოფერებს" მიიღებენ და კლუბიც მიიღებს საშუალებას რომ განვითარდეს, მაგრამ ეს ვერაფრით ვერ მოახერხა ვერცერთმა ქართულმა კლუბმა.
Burton
23:54 23-07-2019
4
უკეთესი ფეხბურთელები გვყავს ტექნიკით მაგრამ გამოცდილებმა მოიგეს ლოგიკურად. კარგი სიტუაცია რო იყოს საქართველოში ეკონომიკურად ჩვენ ამათ გადავთელავთ , მაგრამ მომავალ წელს როცა ეს ფეხბურთელები უფრო გამოცდილები გახდებიან, 90 % საზღვარგარეთ წავა იქ გაფუჭდებიან ბრჭყალებში და აქ ისევ ახალი თაობით ისევ გამოუცდელებით შეივსება. რეალობა ერთია, სანმ ქვეყანა არიქნება ძლიერი და ვერ შეძლებს ფეხბურთელების სრულფასოვან მომსახურებას და ანაზღაურებას ჩვენ სულ ასე ვიქნებით, სამწუხარო რეალობაა რომელსაც მე წლებია შეგუებული ვარ
Emir
23:52 23-07-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული