საფეხბურთო კლუბი საჩხერის "ჩიხურა" "ფეისბუქზე" განცხადებას ავრცელებს.
"ჩიხურა" განცხადებაში "აბერდინთან" სტუმრად გასამართი მატჩის ტრანსლაციის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ კლუბის ფინანსური ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს პირველ არხს ტრანსლაციის მხოლოდ ინტერნეტ სტრიმის უფლება ექნება.
გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:
"შოტლანდიის კლუბ "აბერდინისა" და საჩხერის "ჩიხურას" შორის 1 აგვისტოს გასამართ გასვლით მატჩთან დაკავშირებით, გვსურს განვაცხადოთ:
კლუბის ფინანსური ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს პირველ არხს მატჩის ტრანსლაციის მხოლოდ ინტერნეტ სტრიმის უფლება ექნება და გულშემატკივარს საქართველოს პირველი არხის ვებ-გვერდის საშვუალებით გადასცემს. (1tv.ge)".
ამ განცხადებას გამოეხმაურა "პირველი არხი", რომელსაც ასევე უცვლელად გთავაზობთ:
"გვსურს გამოვეხმაუროთ საფეხბურთო კლუბ "ჩიხურას" განცხადებას და საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს პირველი არხის მაყურებელს ვაცნობოთ, რომ კლუბმა "ჩიხურამ" ფინანსური ინტერესებიდან გამომდინარე, მიიღო გადაწყვეტილება "ჩიხურასა" და "აბერდინს" შორის გასამართი ორი მატჩიდან საქართველოს პირველი არხისთვის მიეცა მხოლოდ შინ გასამართი მატჩის ტრანსლირების უფლება.
ეს ტრანსლაცია მაუწყებელმა 25 ივლისს შესთავაზა საქართველოს პირველი არხის მაყურებელს. სამწუხაროდ, შოტლანდიაში პირველ აგვისტოს "აბერდინსა" და "ჩიხურას" შორის გასამართ მატჩზე, მაუწყებელს სატელევიზიო ტრანსლაციის უფლება არ აქვს, რის გამოც საქართველოს პირველი არხი გულშემატკივარს მხოლოდ მატჩის ინტერნეტ-სტრიმს შესთავაზებს. "აბერდინისა" და "ჩიხურას" დაპირისპირებას შეგიძლიათ თვალი ადევნოთ საქართველოს პირველი არხის ვებ-პლატფორმაზე 1tv.ge."

შეგახსენებთ, რომ საჩხერის "ჩიხურასა" და "აბერდინს" შორის ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი პირველ აგვისტოს გაიმართება. გუნდებს შორის ირველი ფრედ ანგარიშით 1:1 დასრულდა.
მშვენიერია - თბილისის "დინამომ" და "ჩიხურამ" საქართველო უეფას რეიტინგში დააწინაურეს
დერეკ მაკინესი: "ჩიხურა" სოფლის კი არა, ძალიან კარგი გუნდია
ყველაფერი შოტლანდიაში გადაწყდება - "ჩიხურა" "აბერდინთან" ფრეს დასჯერდა [VIDEO]