"შახტარის" დამარცხება დავით ხოჭოლავას ბრალი იყო? - განვიხილოთ ეპიზოდები [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უკრაინის სუპერთასზე დავით ხოჭოლავას "შახტარი" ოდესაში კიევის "დინამოსთან" 1:2 დამარცხდა. არადა, მე-80 წუთამდე 1:0-ს იგებდა,  football.ua-მ კი წაგებაში ერთ-ერთ მთავარ დამნაშავედ ქართველი ლეგიონერი მიიჩნია.

ჯერ კიდევ მატჩის დაწყებამდე აღნიშნულმა გამოცემამ ნიშნისმოგებით აღნიშნა, რომ მწვრთნელმა ლუიშ კაშტრუმ ძირითად შემადგენლობაში ჩვენებური დააყენა და არა მიკოლა მატვიენკო და ეს სათაურადაც კი გამოიტანა.

შეხვედრის შემდეგ აღნიშნულმა გამოცემამ თამაში გაარჩია, ორივე გუნდიდან ყველაზე დაბალი შეფასება - 4-იანი ხოჭოლავას დაუწერა და მისი ასპარეზობა ასე შეაფასა:

"ამ მატჩში ქართველმა მცველმა პირველივე წუთებიდან ითამაშა, თუმცა ზოგიერთი სასტარტოში მატვიენკოს
დაყენებას ელოდა. ხოჭოლავა მატჩის დიდი ნაწილის განმავლობაში საკმაოდ წარმატებულად გაისარჯა, კარგად მოქმედებდა მეორე სართულზე და ორთაბრძოლებში.

თუმცა, შეხვედრის დასასრულს მთელი თავისი პოზიტივი სრულად გაანადგურა. პირველი გაშვებული გოლისას არავის არ მეურვეობდა, მის გვერდით მყოფი მორაესი კი იძულებული იყო, უზარმაზარ მიკიტა ბურდასთან ებრძოლა. მეორე გოლისას დავითმა ვერ მოახერხა გადაცემის ჩაჭრა, ხოლო შემდეგ დარტყმული ბურთის დაბლოკვა".

ვიდეოში კარგად ჩანს, რომ პირველი გოლისას, რომელიც კუთხურის ჩაწოდების შემდეგ გავიდა, ხოჭოლავას ბურდა უნდა აეყვანა. რაც შეეხება მეორე გოლს, სწრაფი კონტრშეტევისას დენის გარმაშის დარტყმული ბურთი ფეხებშუა გაუძვრა, მაგრამ დისტანცია მასსა და გარმაშს შორის მოკლე იყო და რეაგირება ვერ მოასწრო.

გასული სეზონის დასაწყისშიც უკრაინული მედია ხოჭოლავას ხშირად აკრიტიკებდა, მაგრამ არაერთხელ შეიყვანეს ტურის სიმბოლურში და ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო მცველადაც აღიარეს. დროგამოშვებით მისი ზედმეტად კრიტიკა კი ცოტა კამპანიური ხასიათის მატარებლად მოჩანს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ვერცერთ გოლში ვერ დავადანაშაულებ მე დიდად.
შოთა
09:19 30-07-2019
3
ცოტათი კი, მაგრამ გოლი უნდა გაიტანო.ისე მაგ დროს ხისტად უნდა ოთამაშო, ბრზოლაში უნდა ჩაერთო.მასწავლებლის ბრალია.
ddgfdf
20:22 29-07-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული