"შახტარის" დამარცხება დავით ხოჭოლავას ბრალი იყო? - განვიხილოთ ეპიზოდები [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უკრაინის სუპერთასზე დავით ხოჭოლავას "შახტარი" ოდესაში კიევის "დინამოსთან" 1:2 დამარცხდა. არადა, მე-80 წუთამდე 1:0-ს იგებდა,  football.ua-მ კი წაგებაში ერთ-ერთ მთავარ დამნაშავედ ქართველი ლეგიონერი მიიჩნია.

ჯერ კიდევ მატჩის დაწყებამდე აღნიშნულმა გამოცემამ ნიშნისმოგებით აღნიშნა, რომ მწვრთნელმა ლუიშ კაშტრუმ ძირითად შემადგენლობაში ჩვენებური დააყენა და არა მიკოლა მატვიენკო და ეს სათაურადაც კი გამოიტანა.

შეხვედრის შემდეგ აღნიშნულმა გამოცემამ თამაში გაარჩია, ორივე გუნდიდან ყველაზე დაბალი შეფასება - 4-იანი ხოჭოლავას დაუწერა და მისი ასპარეზობა ასე შეაფასა:

"ამ მატჩში ქართველმა მცველმა პირველივე წუთებიდან ითამაშა, თუმცა ზოგიერთი სასტარტოში მატვიენკოს
დაყენებას ელოდა. ხოჭოლავა მატჩის დიდი ნაწილის განმავლობაში საკმაოდ წარმატებულად გაისარჯა, კარგად მოქმედებდა მეორე სართულზე და ორთაბრძოლებში.

თუმცა, შეხვედრის დასასრულს მთელი თავისი პოზიტივი სრულად გაანადგურა. პირველი გაშვებული გოლისას არავის არ მეურვეობდა, მის გვერდით მყოფი მორაესი კი იძულებული იყო, უზარმაზარ მიკიტა ბურდასთან ებრძოლა. მეორე გოლისას დავითმა ვერ მოახერხა გადაცემის ჩაჭრა, ხოლო შემდეგ დარტყმული ბურთის დაბლოკვა".

ვიდეოში კარგად ჩანს, რომ პირველი გოლისას, რომელიც კუთხურის ჩაწოდების შემდეგ გავიდა, ხოჭოლავას ბურდა უნდა აეყვანა. რაც შეეხება მეორე გოლს, სწრაფი კონტრშეტევისას დენის გარმაშის დარტყმული ბურთი ფეხებშუა გაუძვრა, მაგრამ დისტანცია მასსა და გარმაშს შორის მოკლე იყო და რეაგირება ვერ მოასწრო.

გასული სეზონის დასაწყისშიც უკრაინული მედია ხოჭოლავას ხშირად აკრიტიკებდა, მაგრამ არაერთხელ შეიყვანეს ტურის სიმბოლურში და ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო მცველადაც აღიარეს. დროგამოშვებით მისი ზედმეტად კრიტიკა კი ცოტა კამპანიური ხასიათის მატარებლად მოჩანს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
როგორც მივხვდი ამ უკრაინულ საიტს ხოჭოლავა არ მოწონს და მაგის გარდა სხვა წყაროები, რომ შერჩიოთ არ იქნება?
0
ამათ რუსები ეზიზღებად ა თვითონაც რუსული მენტალიტეტი და სისხლი აქვთ ესენიც ნეპოტიზმით არიან სავსეები და თავისი ცხვირის დაბლა ვერაფერს ვერ ხედავენ და რო კითხო და ნაკითხიც მაქ თქვენ და რუსები ერთი შტო ხართთქო წყინთ თან მაგრად და ამათსაც ისეთივე კუდაბზიკობა ცოდნიათ თავვიანთი ყველა კარგია ყოველ მიზეზ გარეშე
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული