ნენად ბიელიცა: ჩემი ოცივე ფეხბურთელი კარგ ფორმაშია და არც კი ვიცი, "საბურთალოსთან" ვინ ვათამაშო

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "საბურთალოსთან" საპასუხო მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ზაგრების "დინამოს" მწვრთნელმა ნენად ბიელიცამ ისაუბრა:

"ჩვენ მზად და თავდაჯერებულნი ვართ. შეხვედრისთვის ჩემს განკარგულებაში 20 ფეხბურთელია. არც კი ვიცი, ვინ დავაყენო ძირითად შემადგენლობაში ან ვინ შევიყვანო 18-კაციან განაცხადში.

თავად არიან დამნაშავენი, რამეთუ ყველა კარგად თამაშობს და ყველამ იმედები გამიმართლა. მომავალი მატჩისადმი მაქსიმალურად მობილიზება გვმართებს. მეტოქეს კარგი გუნდი ჰყავს და თუ შანსი მივეცით, გამოყენება შეუძლიათ.

მთავარია, მზად ვართ. მინდა, მიზანმიმართულნი ვიყოთ. ისევე წარმატებულად უნდა ვითამაშოთ, როგორც სეზონის პირველ ოთხ მატჩში. სამწუხაროდ, ცარიელ
სტადიონზე მოგვიწევს თამაში. დანი ოლმოს და ფრანსუა მუბანდს ვათამაშებ, ოღონდ არ ვიცი, რამდენი ხნით შევუშვებ შეცვლაზე".

ზაგრების "დინამოსა" და "საბურთალოს" მატჩი 30 ივლისს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება. მატჩის ხილვა "პირველ არხზე" შეგეძლებათ.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 3 /
ჩემი ტაქტიკა ასეთი იქნებოდა, I ტაიმი და მე-2 ტაიმის ნახევარი ფრეზე თამაში,ანუ ტემპის დაგდება, რომ განასკუთრებული მწვავე შეტევები ავირიდო თავიდან მთელი ორი ტაიმის განმავლობაში, რადგან I მატჩმა გვაჩვენა, რომ ასეთი დონის გუნდდან 2 ტაიმის თანაბარ დონეზე თამაში არ შევიძლია. ხოლო ბოლო 25 -30 წუთი 11-ვე ფეხბურთელმა უნდა ითამაშოს შესაძლებლობის ზღვარზე. გავალთ ამით? ძნელი სათქმელია, მაგრამ შესაძლებელია ისეთ შედეგის მიღწევა, რომ არ შევრცხვეთ.
გიზოგ
13:21 30-07-2019
0
ცუდია ოლმო
Homer
06:31 30-07-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული