იოჟეფ საბო: ვფიქრობ, უახლოეს მატჩში დავით ხოჭოლავას აღარ ათამაშებენ

AutoSharing Option
ცნობილმა უკრაინელმა მწვრთნელმა იოჟეფ საბომ "Футбол 1/2"-თან ინტერვიუში კიევის "დინამოსა" და "შახტარის" სუპერთასის მატჩი გაარჩია:

"ბუნებრივია, სუპერთასზე წაგების შემდეგ "შახტარს" რევანში სწადია. ვფიქრობ, უახლოეს მატჩში დავით ხოჭოლავას აღარ ათამაშებენ, კაშტრუ შეცვლის; შესაძლოა მატვიენკო დააყენოს. არაა გამორიცხული, სოლომონის ნაცვლად ტეტემ იასპარეზოს. მთლიანობაში კი ტაქტიკა არ შეიცვლება.

არც "დინამოში" შეიცვლება რამე, რადგან გაიმარჯვეს".

ua-football.com-ი აღნიშნავს, რომ ხოჭოლავას საუკეთესო მატჩი ნამდვილად არ ჩაუტარებია.

ეს გუნდები ჩემპიონატზე ერთმანეთს 10 აგვისტოს კიევში შეხვდებიან.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ამდენი კრიტიკის შემდეგ ახალ გუნდში გადასვლა კარგი იქნებოდა იქნებ რამე გუნდი იპოვოს ტოპ 5 ლიგიიდან
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული