ზურიკო დავითაშვილი: მწვრთნელი ჩემგან მეტ დრიბლინგს ითხოვს

AutoSharing Option
ყაზანის "რუბინის" ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა "ახმატთან" მოგებული მატჩის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"მატჩის საუკეთესო ფეხბურთელობა კარგი დრიბლინგის დამსახურებაა, ხოლო ქართველების გვერდით ყოფნა ყველაფერს მიადვილებს.

მწვრთნელი მუდმივად მხარს მიჭერს და მეუბნება, რომ დრიბლინგით წინსვლა უფრო ხშირად ვცადო. ის თავისუფლებას მაძლევს. შარონოვი, უბრალოდ საუკეთესო მწვრთნელია".

ყაზანის "რუბინმა" საკუთარ მოედანზე გროზნოს "ახმატი" 1:0 დაამარცხა. შეხვედრაში მონაწილეობა "რუბინის" სამივე ქართველმა მიიღო. ზურიკომ შეხვედრა სრულად ჩაატარა, ხვიჩა კვარაცხელიამ კი მოედანი 93-ე წუთზე დატოვა. ბექა მიქელთაძე თამაშში სწორედ ხვიჩას ნაცვლად ჩაერთო. ამასთანავე, დავითაშვილი შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად
აღიარეს და სპეციალური პრიზიც გადასცეს.

ამ გამარჯვებით ქართველების გუნდს 3 ტურის შემდეგ 7 ქულა აქვს და რუსეთის პრემიერლიგაში მე-3 პოზიციას იკავებს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
წარმატებები ქართულ კვარტეტს და მათ გუნდს.
გიზოგ
16:40 30-07-2019
1
ბაჩოს, ძმებო!სწორედ ამგვარი ვითარებაა ჩვენი, ქართველთა უბედურების,უთავბოლოობის ერთერთი მიზეზსთაგანი - საწყისი ,სხვანი უფრო აფასებენ ქართველთა ნიჭიერებას ვიდრე შენიანნი.საბურთალში ან ჩიხურაში ყოფნით,თამაშით რომ გაეტნათ ამ ბიჭებს ერთი ორი გოლი, ქართული გუნდების გამარჯვებისთვის და კიდევ უფრო მოემატებინათ და მოემატებინათ ....ჰა?ქვეყნით ვინმე ამაყობს ამ გამრუდებულ....
ფიცი მწამს....
16:32 30-07-2019
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული