დღეს, 30 ივლისს, საქართველოს ჩემპიონი "საბურთალო" ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში ხორვატიაში ზაგრების "დინამოს" დაუპირისპირდება.
მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე ადგილობრივი გამოცემა index.hr-ი მატჩის შესახებ სტატიას აქვეყნებს, სათაურით: "დინამო"-"საბურთალო" 20:00 საათზე. სტუმრებმა მისტიკური დამხმარე ძალა ჩამოიყვანეს".
სტატიაში გიორგი ჭიაბრიშვილის და ზაგრებელთა მთავარი მწვრთნელის, ნენად ბიელიცას მატჩისწინა პრესკონფერენციაზეა საუბარი, თუმცა ჩვენ ყურადღებას იმ მონაკვეთზე გავამახვილებთ, რომელიც "საბურთალოსთან" ერთად მყოფ ქართველ სასულიერო პირს ეხება:
"როგორც გიორგი ჭიაბრიშვილი ამბობს, სტუმრები აქ დასანებებლად არ ჩამოსულან. "საბურთალოს" ვარჯიში "მაქსიმირზე" მართლმადიდებელმა მღვდელმაც იხილა, რომელიც აქ "საბურთალოსთან" ერთად, როგორც "დელეგაციის წევრი", ისე ჩამოვიდა", - ვკითხულობთ index.hr-ზე.

ზაგრების "დინამოსა" და თბილისის "საბურთალოს" დაპირისპირება ჩვენი დროით 22:00 საათზე დაიწყება.