"საბურთალო" ზაგრებშიც უშანსოდ დამარცხდა და ევროპა ლიგაზე "არარატს" შეხვდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
30 ივლისს, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში "საბურთალო" ზაგრებში "დინამოსთან" 0:3 დამარცხდა.

თბილისში ზაგრების "დინამოს" მოგებამ ფაქტობრივად გამოავლინა ამ წყვილში გამარჯვებული, მით უმეტეს, ობიექტურად, მეტოქე საქართველოს ჩემპიონზე გაცილებით ძლიერია და მოპოვებულ ფორას არ დათმობდა. ხორვატთა მწვრთნელი ნენად ბიელიცა თავიდანვე თავდაჯერებული იყო, გუშინ კი განაცხადა, რომ 20 კარგი ფეხბურთელი ჰყავს და არც  იცოდა, ვინ დაეყენებინა ძირითად შემადგენლობაში. "საბურთალო" ოდენ სასწაულის იმედად გახლდათ, ხოლო რადგან იმედი ბოლოს კვდება, ჩვენც ოდენ ამ ილუზიური იმედის იმედად ვიყავით.

დისკვალიფიკაციის გამო "მაკსიმირზე" შეხვედრა მაყურებლების
გარეშე ჩატარდა. ჩვენს გუნდს სხვადასხვა მიზეზის გამო ოთხი წამყვანი ფეხბურთელი აკლდა და მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა პირველ მატჩთან შედარებით სასტარტოში ერთბაშად ექვსი ცვლილება განახორციელა. რაც შეეხება "დინამოს", ბიელიცამ შემადგენლობა არ შეცვალა.

პირველ ტაიმში გუნდები მაღალ ტემპში არ თამაშობდნენ. პირველი სახიფათო მომენტი "დინამოს" ჰქონდა, როდესაც ჰაიროვიჩმა ბურთი კარს ააცილა, საპასუხო შეტევისას კი გაბედავამ ვერ უწია მიზანს. 35-ე წუთზე როლოვიჩს შეეძლო ანგარიშის გახსნა, მაგრამ ახლო მანძილიდან ვერ მოახერხა ბურთის მეტოქის კარის ბადეში გადაგზავნა.

თამაშის სურათი შესვენების შემდეგაც არ შეცვლილა, "დინამო" კვლავ მარცხენა ფლანგიდან უტევდა, 50-ე წუთზე კი ლეშკოვიჩმა კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი ოდნავ ააცილა კარს. "საბურთალო" თამაშის გამწვავებას ვერ ახერხებდა, უხიფათო კონტრიერიშებით პასუხობდა და 77-ე წუთზე ორსიჩისგან გოლიც გაუშვა.

დარჩენილ დროში გაბედავამ ვერ გამოიყენა შანსი. გოიაკმა ბურთი ძელს გაარტყა, მერე პეტკოვიჩმა ოლმოს პასით მეორედ დალაშქრა კუპატაძის კარი, ბოლოს ოლმომაც გაიტანა და 0:3.

მოკლედ, "დინამომ" თამაში სასურველი სცენარით წარმართა და ამოცანა პრაგმატულად, მშვიდად შეასრულა.

"საბურთალო" ევროპა ლიგაზე გადაერთვება და "არარატს" დაუპირისპირდება. პირველი მატჩი ერევანში 8 აგვისტოს ჩატარდება, საპასუხო კი - 15 აგვისტოს თბილისში.

ზაგრები. "მაკსიმირი"
დინამო (ზ) - საბურთალო 3:0
გოლები: 1:0 ორსიჩი (77), 2:0 პეტკოვიჩი (88), 3:0 ოლმო (90+4)

დინამო: ლივაკოვიჩი, ადემი, ლეშკოვიჩი, პეროვიჩი, პინტო, ჰაიროვიჩი (მეიერი 85), გოიაკი, ლეოვაცი, კაძიორი (ოლმო 75), ორსიჩი, გავრანოვიჩი (პეტკოვიჩი 63)

საბურთალო: კუპატაძე, მალი (ტაბატაძე 59), მარგველაშვილი, კაკუბავა, რეხვიაშვილი, ცნობილაძე, ჩაბრაძე (ჯინჯოლავა 69), ალთუნაშვილი, გორგიაშვილი (დიასამიძე 61), როლოვიჩი, გაბედავა


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 37 /
არ ვვარგივართთქო წინაზე დავწერე და არ დამიჯერეთ :დ მშვენივრად თამაშობდნენ, არ შეაგდეს და რაღას ელოდებით. არ უნდათ ბურთის გატანა და ჰა. სამაგიეროდ გამართლების და ღვთის წყალობაზე არიან დამოკოდებული და მაგიტაც ფიქსირდება ასეთი შედეგები :დ
თემო
30 ივლისი 2019 23:59
4
რაც შეეძლოთ ის ითამაშეს. ისედაც მწირი შემადგენლობა და ოთხი ძირითადი ფეხბურთელის გარეშე ნამდვილად არ დაუტოვებიათ უმწეო გუნდის შთაბეჭდილება და მათთვის მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის...გაბედავას იმედზე რომ იქმება გუნდი როგორ უნდა მოსთხოვო ზაგრების დონის გუნდთან მოგება.
emigranti
31 ივლისი 2019 04:57
2
რა დონეზე ვართ გარკვეულია დიდი ხანია, თუმცა მაინც ვერ ვეგუებით იმას რომ საქართველოს ჩემპიონი ესე სამარცხვინოდ მარცხდება , თუნდაც ხორვატიის ჩემპიონთან. ძველი სუპერ დინამომ ისეთი ისტორია დაგვიწერა , რომ მას მერე ვერასდროს შეეგუება ქართველი სამარცხვინო წაგებებს. საბურთალოს წარმატებებს ვუსურვებ ,,არარატთან" შეხვედრაში , იმედია საქართველოს ჩემპიონი არ დამცირდება მათტან და მაინც გავა შემდეგ ეტაპზე. უბრალოდ აჩვენეთ ბიჭებს ძველი დინამო რას აკეთებდა იგივე ,, არარატთან", ან თუნდაც ის უთხრან რომ ჩვენები არც კი ეთამაშებოდნენ ოდესღაც (იუგოსლავიის გუნდებს ან თუნდაც თურქეთის გუნდებს)ამხანაგურად რადგან სარგებელი ცოტა იყო მათთან პაექრობაში. უნდა შემართონ ამ მდგომარეობაში ბიჭები საბრძოლველად და ფსიქოლოგიურად ალბათ , თორემ უფრო უარესი დამცირებები მოყვება ამას. დავიღალეთ საქართველო. მაგრამ წამოდგომა უნდა შევძლოთ ჩვენი ჟინით , ჩვენი შემართებით. ... ადმინ არ დაბლოკო, ხშირად არ აქვეყნებ ჩემს კომენტარებს...
soso
31 ივლისი 2019 00:25
2
არაუშავს ამან არ უნდა დათრგუნოს საბურტალო მტავარი ახლა გელოდებათ ევროპა ლიგაზე. წარმატებები
Nika
31 ივლისი 2019 00:02
4
ფიზმომზადება და სათამაშო ტაქტიკა არ გვივარგა, თორემ გუნდს არა უშავს. ხეჩიკაშვილო, ეს ჭიაბრიშვილი ან გაუშვით სადმე და ისწავლოს ფეხბურთი, ან მოიყვანე ვინმე ნორმალური მწვრთნელი. კაცი ფეხბურთის გარტყმაში არ არის.
რეზო
31 ივლისი 2019 00:58
6
სამაგიეროდ სვიტრის მხრებზე შემოგდება იცის გვარდიოლასავით.
odala
31 ივლისი 2019 11:25
1
ჩვენი ფეხბურთის დონის განმსაზღვრელია გაბედავას (ან როლოვიჩი აღარ მახსოვს) ვერ გამოყენებული მომენტი, რატომ? საქართველოს ჩემპიონატში გაბედავას ექნებოდა დროს და შესალებლობა, რომ ეს ბურთი მიეღო, დაემუშავებინა, გაესწორებინა და მერე დაერტყა კარის მიმარტულებით, ანუ მსგავს ტემპში არის მიჩვეული ფეხბურთის თამაშს. რა მოხდა ზაგრების დინამოსთან თამაშის დროს? მეტოქე მცველმა წამიერად დაიწყო მოძრაობა ბურთის მოსაგერიებლად/შეტევის ჩასაშლელად და გაბედავას საქართველოს ჩემპიონატში ჩვეული წამები არ მიეცა არც სააზროვნოდ და არც მოქმედებისთვის. აი ეს არის ჩვენი პრობლემა, დარწმუნებული ვარ ჩვენს ჩემპიონატში გაბედავა ამ ბურთს გაიტანდა, უბრალოდ აქ მეტოქე მცველიც თავისივე დონის ყოლებოდა.
ჰოდსონ-ოდოი
31 ივლისი 2019 11:53
1
იმით რომ საბურთალო ზაგრების დინამომ გამოაგდო უბედურება ნამდვილად არ მომხდარა და თან ის ფაქტი რომ გუნდმა ფეხბურთი ითამაშა და არა ანტიფეხბურთი ძალიან კარგია, ვიღაცეები წერენ აქ 5-0 რომ წააგებ რისი ამბიცია უნდა გქონდესო? არა ბატონო ეს აზრი დაივიწყეთ წაგება წაგებაა და მოდით ვიყოთ რეალისტები, ორივე მატჩში რომ საბურთალოს ეგრეთწოდებული ავტობუსი ჩაეყენებინა მაინც წავაგებდით და გამოვვარდებოდით 1-0 1-0, 75 წუთამდე ნამდვილი ფეხბურთი ვეთამაშეთ ორივე მატჩში და თან უკვე ვიცით საბურთალოს ნამდვილი და რეალური ძალა ასე რომ წარმატებები არარატთან და თუ კენჭისყრაში გაგვიმართლა ევროპალიგის ჯგუფში გავალთ.
roma
31 ივლისი 2019 11:04
3
რაც მთავარია,გუნდი ფეხბურთს თამაშობს,რომა.თუ გუნდმა ჯგუფურზე გააღწია,იმდენ ფულსაც იშოვის,რომ მეცნიერენა ჩართოს კვებასა და აღდგენაში.მაშინ ის ბოლო 20 წუთიც აღარ გაუჭირდებათ გაძლება,ფეხბურთელებსაც ფასი მოემატებათ და გუნდიდან წასვლის შემთხვევაში კლუბის ბიუჯეტსაც შეეწევიან.ასე რომ წარმატებები საბურთალოს.
სოსო
31 ივლისი 2019 11:48
2
მართალი ხარ სოსო, თუ გუნდმა ფული არ გამოიმუშავა და სახელი არ გაითქვა არც მის ფეხბურთელებს ექნებათ შანსი წარმატების. თუ მომავალში ძირითად ბირთვს შეინარჩუნებს დამერწმუნეთ ევროპალიგაზე უეჭველი გავა და წელს გამართლება გვინდა პლეიოფის კენჭისყრაში და ევროპალიგაზე შეუძლია საბურთალოს თამაში.
roma
31 ივლისი 2019 13:12
1
კლასიში სხვაობა 0:5 ზაგრების დინამოსთან! სხვებთან შედარებით საერთოდ რა დონეზე ვართ :( მონდომებაზე,თავდადებაზე და ა.შ. ზედმეტია აქ საუბარი - მაგაში ვერ მოედავები ამ გუნდს.
???
31 ივლისი 2019 01:23
2
ვერ გვიშველა ლოცვამ?
odala
31 ივლისი 2019 00:48
12
ODALA-ს!!! ტროლო,შენ საერთოდ ხმას ნუ იღებ!!!
Alex.F
31 ივლისი 2019 01:33
4
მკვდარს რო ლოცვა შველოდეს....
555
31 ივლისი 2019 12:23
1
ყველა გამოხმაურება
პირველ ტაიმში რამდენჯერმე არ გაგვიმართლა თორე სუ სხვა თამაში იქნებოდა
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
31 ივლისი 2019 01:11
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული