"საბურთალო" ზაგრებშიც უშანსოდ დამარცხდა და ევროპა ლიგაზე "არარატს" შეხვდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
30 ივლისს, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში "საბურთალო" ზაგრებში "დინამოსთან" 0:3 დამარცხდა.

თბილისში ზაგრების "დინამოს" მოგებამ ფაქტობრივად გამოავლინა ამ წყვილში გამარჯვებული, მით უმეტეს, ობიექტურად, მეტოქე საქართველოს ჩემპიონზე გაცილებით ძლიერია და მოპოვებულ ფორას არ დათმობდა. ხორვატთა მწვრთნელი ნენად ბიელიცა თავიდანვე თავდაჯერებული იყო, გუშინ კი განაცხადა, რომ 20 კარგი ფეხბურთელი ჰყავს და არც  იცოდა, ვინ დაეყენებინა ძირითად შემადგენლობაში. "საბურთალო" ოდენ სასწაულის იმედად გახლდათ, ხოლო რადგან იმედი ბოლოს კვდება, ჩვენც ოდენ ამ ილუზიური იმედის იმედად ვიყავით.

დისკვალიფიკაციის გამო "მაკსიმირზე" შეხვედრა მაყურებლების
გარეშე ჩატარდა. ჩვენს გუნდს სხვადასხვა მიზეზის გამო ოთხი წამყვანი ფეხბურთელი აკლდა და მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა პირველ მატჩთან შედარებით სასტარტოში ერთბაშად ექვსი ცვლილება განახორციელა. რაც შეეხება "დინამოს", ბიელიცამ შემადგენლობა არ შეცვალა.

პირველ ტაიმში გუნდები მაღალ ტემპში არ თამაშობდნენ. პირველი სახიფათო მომენტი "დინამოს" ჰქონდა, როდესაც ჰაიროვიჩმა ბურთი კარს ააცილა, საპასუხო შეტევისას კი გაბედავამ ვერ უწია მიზანს. 35-ე წუთზე როლოვიჩს შეეძლო ანგარიშის გახსნა, მაგრამ ახლო მანძილიდან ვერ მოახერხა ბურთის მეტოქის კარის ბადეში გადაგზავნა.

თამაშის სურათი შესვენების შემდეგაც არ შეცვლილა, "დინამო" კვლავ მარცხენა ფლანგიდან უტევდა, 50-ე წუთზე კი ლეშკოვიჩმა კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი ოდნავ ააცილა კარს. "საბურთალო" თამაშის გამწვავებას ვერ ახერხებდა, უხიფათო კონტრიერიშებით პასუხობდა და 77-ე წუთზე ორსიჩისგან გოლიც გაუშვა.

დარჩენილ დროში გაბედავამ ვერ გამოიყენა შანსი. გოიაკმა ბურთი ძელს გაარტყა, მერე პეტკოვიჩმა ოლმოს პასით მეორედ დალაშქრა კუპატაძის კარი, ბოლოს ოლმომაც გაიტანა და 0:3.

მოკლედ, "დინამომ" თამაში სასურველი სცენარით წარმართა და ამოცანა პრაგმატულად, მშვიდად შეასრულა.

"საბურთალო" ევროპა ლიგაზე გადაერთვება და "არარატს" დაუპირისპირდება. პირველი მატჩი ერევანში 8 აგვისტოს ჩატარდება, საპასუხო კი - 15 აგვისტოს თბილისში.

ზაგრები. "მაკსიმირი"
დინამო (ზ) - საბურთალო 3:0
გოლები: 1:0 ორსიჩი (77), 2:0 პეტკოვიჩი (88), 3:0 ოლმო (90+4)

დინამო: ლივაკოვიჩი, ადემი, ლეშკოვიჩი, პეროვიჩი, პინტო, ჰაიროვიჩი (მეიერი 85), გოიაკი, ლეოვაცი, კაძიორი (ოლმო 75), ორსიჩი, გავრანოვიჩი (პეტკოვიჩი 63)

საბურთალო: კუპატაძე, მალი (ტაბატაძე 59), მარგველაშვილი, კაკუბავა, რეხვიაშვილი, ცნობილაძე, ჩაბრაძე (ჯინჯოლავა 69), ალთუნაშვილი, გორგიაშვილი (დიასამიძე 61), როლოვიჩი, გაბედავა


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 37 /
კლასიში სხვაობა 0:5 ზაგრების დინამოსთან! სხვებთან შედარებით საერთოდ რა დონეზე ვართ :( მონდომებაზე,თავდადებაზე და ა.შ. ზედმეტია აქ საუბარი - მაგაში ვერ მოედავები ამ გუნდს.
???
31 ივლისი 2019 01:23
2
რას ნიშნავს ვერასოდეს ვერ ავალთ იმათ კონდინციებამდეო? რატო? კალაძე, კოვიაშვილი, ნემსაძე, იაშვილი , არველაძე აღარაფერს ვამბობ ს ყახალკაცის დინამოზე, თუ არ ივარჯიშებ სათანაოდ და ბევრს ვერასოდეს ახვალ აღალ დონეზე ფიზიკურად, მე ზუსტად მაგას ვამბობ რაც გვაქვს გვაქვს, ნიჭი, ტექნიკა , მაგრამ ფიზიკის გარეშე რას უნდა მიაღწიო თანამედროვე ფეღბურთში?
დათო
31 ივლისი 2019 01:11
2
ფეღბურთი არ ჰქვია მაგას.
odala
31 ივლისი 2019 11:28
2
პოლიტიკა რა შუაშიაო,მაგრამ სააკაშვილმა სპორტის აკადემია რომ დაშალა და გაყიდა შენობები,ეს აკადემია,სწორედ სპორტის სპეციალისტებს ამზადებდა,მძლეოსნობა აღარ არის საქართველოში და სკოლაში ფიზკულტურა აღარ ტარდება,ძველმა სპეციალისტებმაც თავისი გზა ნახეს და აგერ საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი,შვეციაში მეორე ლიგის გუნდთან მუშაობს.დაშლა გაყიდვა,ძალიან ადვილი იყო,ამისი აშენება და ამუშავება კი,უძნელესი,უძვირესი და დროში გაწელილი პროცესია.ამას ვერაფერს უშველი.ძაღლი იყოს ამ მთავრობის მადლიერი,მაგრამ როცა ოპოზიცია მთავრობას კი არა,ქვეყანას ებრძვის,იქ საქმე წინ ვერასოდეს წავა სტაბილურად.არადა ნაცებისაგან გაყიდულ დანგრეულ სტადიონებს ეს მთავრობა ახალი სტადიონებით სცვლის,ძველებს არემონტებს,საფეხბურთო სკოლების შექმნას უწყობს ხელს და როცა კვალიფიციური კადრიც გვეყოლება ეს,აუცილებლად გამოიღებს შედეგს.პირველი,მოკრძალებული შედეგები უკვე იგრძნობა,მაგრამ ისიც ჩანს,რომ კვალიფიკაცია არ ჰკმარათ კადრებს და კორუფციაც საკმაოდ მაღალ დონეზეა,თუ საფეხბურთო სკოლებში კერძო მეპატრონე მოვიდა,ეს კორუფციას ძალიან შეამცირებს და შედეგებიც გაცილებით ხელშესახები გახდება.ლოკომოტივის,საბურთალოს და დინამოს მუშაობაში და შედეგებში პროგრესი შეინიშნება და მათ კვალში კიდევ რამდენიმე კლუბი ჩაუდგებათ,ეს კი თუ მენეჯმენტიც დაიხვეწა,აუცილებლად მიგვიყვანს სასურველ შედეგებამდე
სოსო
31 ივლისი 2019 09:24
2
პირველ ტაიმში რამდენჯერმე არ გაგვიმართლა თორე სუ სხვა თამაში იქნებოდა
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
31 ივლისი 2019 01:11
13
რეალობას გავუსწოროთ თვალი და ისე ვიმსჯელოთ რა. 1 მიზეზი მაინც დამისახელეთ, რატომ უნდა გაცდენოდა საბურთალო ზაგრებს?? გამოცდილებით ვჯობივართ, შემადგენლობით თუ ფინანსებით? თუ შიდა ჩემპიონატით, თუ ნაკრებით თუ ქვეყნის ეკონომიკით? რატომ გვაქვს ამხელა პრეტენზია? ჩემი აზრით, ბიჭეა ითამაშეს ის, რისი თამაშიც შეეძლოთ. ნუ ჩამოვყრით ყურებს და ვუგულშემატკივროთ არარატთან. აი ამათთანაც თუ წააგეს, მერე აგინეთ )) ზაგრების 1 ფეხბურთელის ფასი, ჩვენს ჩემპიონატში მოთამაშე ყველა ფეხბურთელის ფასის ჯამის ტოლია, რაზე ვსაუბრობთ და რას ვთხოვთ საბურთალოს??
რეალობა
31 ივლისი 2019 01:04
3
თქვენი შეგონება სწორია ბატონო, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ შემდგომ ეტაპზე გასვლას არა მგონია ვინმე ითხოვდა, მაგრამ ორ თამაშში აგებ 5:0-ს ეს არა მისაღები. თანაც 2 თამაშში არანაკლებ 5-6 ნაღდი საგოლე მომენტი ქონდათ, ვერ გამოიყენეს, როლოვიჩმა და გაბედავამ ბურთი, რომ ვერ გაიტანეს აქ რა შუაშია, რომ მეტოქეს ჰყავს ერთი ფეხბურთელი, რომლის ფასი და ა. შ. ფეხბურთი უამრავი კომპონენტებისგან შედგება და ყველას თუ არა რამოდენიმეს მაინც უნდა დავეუფლოთ მაღალ დონეზე, მარტო ტექნიკით ფონს ვერ გავალთ. ძალიან ბევრი გვაქვს სასწავლი, ჩვენთან კი ფეხბურთში ისინი მოდიან ვისაც სწავლა ეზარება ან არ უყვარს. სხვანაირად ზარმაცია.
გიზოგ
31 ივლისი 2019 09:56
1
ფიზმომზადება და სათამაშო ტაქტიკა არ გვივარგა, თორემ გუნდს არა უშავს. ხეჩიკაშვილო, ეს ჭიაბრიშვილი ან გაუშვით სადმე და ისწავლოს ფეხბურთი, ან მოიყვანე ვინმე ნორმალური მწვრთნელი. კაცი ფეხბურთის გარტყმაში არ არის.
რეზო
31 ივლისი 2019 00:58
6
სამაგიეროდ სვიტრის მხრებზე შემოგდება იცის გვარდიოლასავით.
odala
31 ივლისი 2019 11:25
1
აი ფეხბურთელებისადმი უდიერი დამოკიდებულება,,პრემიები გარეშე არ იქნება შედეგი, აქ ნაცი სექტანტები იწერებოდნენ ცუდი კომენტარიაო იმიტომ რომ ბოკერიას და მიშას კომენტარები ევასებათ მარტო
aba exla sad xart v......o
31 ივლისი 2019 00:58
19
ვერ გვიშველა ლოცვამ?
odala
31 ივლისი 2019 00:48
12
მკვდარს რო ლოცვა შველოდეს....
555
31 ივლისი 2019 12:23
1
შენს პატრონს ... კარგად დაიმახსოვრე, საქართველო მსოფლიოს ჩემპიონია.
ქართველი.
31 ივლისი 2019 03:04
5
ყველა გამოხმაურება
ეს მეკარეზე პასები ხო ვერ დაიშალეს რაა ქართული ფეხბურთის აქსიომაა. გეგონება მოგებული მატჩის მერე მიდის თამაში ისე მიყავთ თამაში. გარისკე რა შეუტიეე ისედაც მცირე შანსია რაგაქ დასაკარგიი ...
ilo
31 ივლისი 2019 00:43
5
ჩვენი გუნდები შეიძლება ვერასდოს ვერ ავიდნენ იმ ფიზიკურ კონდიციებზე როგორიც აქვთ ევროპის ტოპ გუნდებს,მაგრამ სამაგიეროდ მოვუმატოთ იქ რაც ჩვენი პლიუსია ტექნიკა, პასები, კომბინირებული თამაში, ინდივიდუალური თამაში.
აფრიკელებზე კარგი ფიზიკური მონაცემები არც ერთ ნაკრებს აქვს მსოფლიოში და მაშინ სულ აფრიკული ნაკრებები უნდა იგებდნენ მსოფლიო პირველობას უნდა ვიმუშაოთ იმაზე რაც ჩვენი პლიუსია და გავაუმჯობესოთ.
გიორგი
31 ივლისი 2019 00:32
10
ზაგრების დინამო არის გუნდი,რომელიც ყოველ წელს გრანდებში ყიდის ფეხბურთელებს ყოველ წელს ხდება ხორვატის ჩემპიონი ხორვატია აღარა ხელწამოსაკრავი საფეხბურთო ქვეყანა მსოფლიოს ფინალი ითამაშა აქვს არაჩვეულებრივი აკადემია აქვს გამოცდილება წლების მანძილზე თამაშით ჩემპიონთა ლიგაზე ევროპის ლიგაზე შარშან ვინც ნახა ზაგრების დინამოს თამაში ევროპის ლიგაზე ყველა დამეთახმება როგორი ძლიერი გუნდიცა ახლა მოთხოვო საბურთალოს რომელმაც წელს დაიწყო თამაში ევროტურნიებზე რომ ზაგრები გამოაგდოს ცოტა არალოგიკურია იმ რესურსებიდან გამომდინარე რაც საბურთალოს აქვს ამ ეტაპზე მარტო შერიფის გამოთიშვის გამო ეკუთვნის აპლოდისმენტები ამ გუნდს და იმ თამაშის გამო რაც ითამაშა ზაგრებთან არის განსხვავება გუნდების კლას გამოცდილება და რესურსებს შორის უნდა ვიყოთ ობიექტურები ნუ გავაკრიტიკებთ და მოვითხოვთ იმას რაც ამ ეტაპზე არალოგიკურია არარატთან წარმატებები საბურთალოს იქ ნამდვილად უნდა გაიმარჯვონ.
გიორგი
31 ივლისი 2019 00:27
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული