მნიშვნელოვანი ინფორმაცია ქომაგებისთვის - "დინამოს" მატჩის დღეს მეტრო ღამის 12 საათამდე იმუშავებს

AutoSharing Option
პირველ აგვისტოს თბილისის მეტრო 00:00 საათამდე იმუშავებს. ამის მიზეზი კი თბილისის "დინამოსა" და "გაბალას" შორის მატჩია.

გუნდებს შორის ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკიაციო ეტაპის საპასუხო მატჩი "დინამო არენაზე" 21:00 საათზე დაიწყება.

როგორც თბილისელთა Facebook-გვერდი იტყობინება, ამ დღეს მეტრო 23:00 საათის ნაცვლად ღამის 12 საათამდე იმუშავებს.

"პირველ აგვისტოს, მატჩის დღეს, თბილისის მეტროპოლიტენი ღამის 12.00 საათამდე იმუშავებს. ქალაქის მერიამ გაითვალისწინა რა ჩვენი კლუბის თხოვნა და გულშემატკივართა დიდი ინტერესი, ერთი საათით გადასწია მეტროპოლიტენის სამუშაო გრაფიკი, რათა გულშემატკივარს "გაბალასთან" მატჩის დასრულების შემდეგ უპრობლემოდ შეეძლოს ტრანსპორტით
სარგებლობა. ჩვენი მხრიდან, მადლობას ვუხდით ქალაქის მერს და მერიის სამსახურს", - ვკითხულობთ განცხადებაში.

თბილისის "დინამოსა" და "გაბალას" პირველი შეხვედრა აზერბაიჯანში ქართველი ფეხბურთელების გამარჯვებით, 2:0 დასრულდა.

მათ კი, ვინც სტადიონზე მისვლას ვერ მოახერხებს, შეხვედრის ნახვა "პირველი არხის" საშუალებით შეეძლებათ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
რამხელა სიკეთე და შეღავათია ხალხისთვის. აი ეს მესმის.))) განსაკუთრებით ფუნიკულიორზე ასასვლელ 10-კაპიკიან ბილეთში 5 ლარს რო ახევთ ამ საწყალ ხალხს, თანაც ერთ მხარეს. ამაზე ცალკე განსაკუთრებული მადლობა დიდო მერიავ!)))))
მერიის მოტრფიალე)))
19:44 31-07-2019
3
ძალიან კარგი,თორემ დინამო ზაგრები- საბურთალოს მატჩზე გავწვალდით ყველა, ტაქსსაც კი ვერ გააჩერებდი,მეტროზე ზედმეტია საუბარი
გიორგი
17:58 31-07-2019
1

სიახლეები პოპულარული