ლუიშ კაშტრუმ ჩასაფრებული ჟურნალისტების აზრი არად ჩააგდო და დავით ხოჭოლავა შეუცვლელად ათამაშა

AutoSharing Option
კიევის "დინამოსთან" უკრაინის სუპერთასზე "შახტარის" 1:2 წაგების შემდეგ ზოგიერთმა მედიასაშუალებამ მიზანმიმართულად დაიწყო დონეცკური გუნდის ქართველი მცველის, დავით ხოჭოლავას კრიტიკა და საინტერესო იყო, ამაზე როგორ რეაგირებას მოახდენდა ახალი მწვრთნელი ლუიშ კაშტრუ.

ადგილობრივი ჟურნალისტები დაუფარავად მიუთითებდნენ, რომ კაშტრუს სასტარტოში ხოჭოლავა კი არა, არამედ მიკოლა მატვიენკო უნდა დაეყენებინა, თუმცა პორტუგალიელმა სპეციალისტმა მათ "რეკომენდაციას" ყური არ უგდო.

პრემიერლიგის პირველ ტურში დონბასელებმა სტუმრად 3:1 დაამარცხეს "ოლეკსანდრია" და ხოჭოლავამ შეუცვლელად ითამაშა, მატვიენკო კი 90-ე წუთზე შევიდა ნახევარმცველ სერგეი ბოლბატის ნაცვლად შეცვლაზე.

ხოჭოლავამ კარგად ითამაშა და გოლის
გატანაც შეეძლო, მაგრამ მის მიერ თავით დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
უშეცდომო ნამდვილად არ არის,მაგრამ მწვრთნელმა უკეთ იცის,ვინ უკეთეს ფორმაშია.ჟურნალისტებს რა თქმა უნდა თავისიანი ურჩევნიათ ძირითადში.ეს ბუნებრივია,თან როცა საბაბიც აქვთ.
სოსო
09:23 01-08-2019
0
4-5 წლის წინ უკრაინაშიბმაცხოვრებელ რუსებთან ვისპორე რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით და იქ ერთმა რუსმა საუბრის ბოლოს მითხრა:შენ უკრაინელი ხალხი არა გცოდნიაო-самая подлая нацья на планете-ო.ამი მერე იმ რუსის სიტყვებში ძააააალიან ბევრჯერ დავრწმუნდი.ისე გაგყიდიან წამით არ დაფიქრდებიან,ხოლო თუ დასჭირდი ისევ მოვა შენთან უსირცხვილოდ.
ხოჭოლავა ჩემი აზრით ძაან მაგარი მცველია,მაგრად მომწონს და უსირვებ წარმატებებს.როგორც მოგეცემა უკეთესი ვარიანტი წაფი მაგედან ხოჭო დამოჯერე.
ლ.გიო
08:14 01-08-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული