ვლადიმირ ვაისი: კორეასთან მატჩი დანიელებთან შეხვედრისთვის უნდა გამოვიყენოთ - დაცვაში პრობლემები გვაქვს

AutoSharing Option
დღეს, 5 სექტმბერს, სტამბოლის "ათათურქის" 17 800-იან სტადიონზე საქართველოსა და კორეის რესპუბლიკის ნაკრებების შეხვედრა გაიმართება.

მატჩი თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

თამაშის წინ კომენტარი "ჯვაროსანთა" მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გააკეთა:

"ჩვენთვის ყველა შეხვედრა მნიშვნელოვანია. დანიასთან ნაჩვენები არასასურველი შედეგის შემდეგ გვსურს, რომ კორეასთან მატჩი დანიელებთან თბილისში დაგეგმილი შეხვედრისთვის მოსამზადებლად გამოვიყენოთ. კორეის ნაკრები გასული მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეა. ჰყავთ გამორჩეული ფეხბურთელებიც და შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კარგი გუნდია.

მოხარული ვარ, რომ ოქრიაშვილი, პაპუნაშვილი და დაუშვილი დაბრუნდნენ.
ვაკვირდებით მათ ფიზიკურ მდგომარეობას. მართალია, კორეასთან ამხანაგური მატჩი გვაქვს, მაგრამ შემდეგ დანიასთან გვიწევს დაპირისპირება.

მომავალი წლის გაზაფხულზე კი საქართველოს აქვს კარგი შანსი, ითამაშოს ევროპის ჩემპიონატზე. ამ დროისთვის უახლოესი შეხვედრებისთვის ვემზადებით, თუმცა გარკვეული პრობლემები გვაქვს დაცვის ხაზში, რადგან ხოჭოლავამ და კვირკველიამ ტრავმები მიიღეს. ბოლომდე მზად არ არის ლაშა დვალიც და ვაკვირდებით.

მიმდინარე შეკრებაზე გამოვიძახე დავითაშვილი, რომელმაც რუსეთის ჩემპიონატში თავი შესანიშნავად წარმოაჩინა. ასევე - კვარაცხელია და მათთან ერთად პირველად გამოვიძახე საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ლევან შენგელია, რომელიც კარიერას თურქეთის სუპერლიგაში გააგრძელებს.

გუნდში ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე გვყავს და მათ შანსიც ეძლევათ ხოლმე. ვნახოთ, ვინ ითამაშებს ხვალ. რა თქმა უნდა, სადებიუტო თამაშები ნაკრებში ნებისმიერი ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის დიდი პასუხისმგებლობაა.

დაგვიბრუნდა ვაკო ყაზაიშვილი, რომელიც ამერიკაში შესანიშნავად ირჯება, გააქვს გოლები - მისგან სწორედ ასეთ თამაშს ველოდით. ასევე მოხარული ვარ, რომ ბუბა დაუშვილმა სწორი გუნდი იპოვა.

ვფიქრობ, რომ ქართველი მწვრთნელის კლუბში მას შესაბამისი პოზიცია ექნება. დისკვალიფიკაციის გამო დანიასთან ჯაბა კანკავა დაგვაკლდება. ასევე ტრავმირებულია ნიკა კვეკვესკირი და ჩვენ ამ საკითხის გადაწყვეტა მოგვიწევს მომდევნო თამაშისთვის".

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 19 /
დედას გეფიცები შენი ვინმეს თუ ეიმედება. ერთადერთი შანსი გვაქვს თუ კორეელებმა გადაწყვიტინ იყუმარონ და ვითომ ფრე გაგვიგორონ.
შენ კიდე წადი და დაგვანებე თავი
ნახალოვკელი
01:09 05-09-2019
9
არ არის ეს კაცი კარგი მწვრთნელი ეს ფაქტია,რაღადროს დაუშვილი კვეკვესკირი და კანკავაა,არის ცენტრში კონკურენცია და ბევრიბპრესპექტიული ახალგაზრდები და მიეცინშანსი შეათამაშეე..დაუშვილი მოჭიდავე უფროა ვიდრე ფეხბურთელი
Smouk
06:21 05-09-2019
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული