საქართველო VS სამხრეთი კორეა - ვლადიმირ ვაისის რისკი თუ პრაგმატულობა?

AutoSharing Option
დღეს, 5 სექტემბერს, 17:30 საათზე საქართველოს ნაკრები სამხრეთ კორეის ნაკრებს თურქეთის ქალაქ სტამბოლში დაუპირისპირდება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი წარმოადგენს.

საქართველოს ნაკრებმა ამხანაგური შეხვედრა აზიის ერთ-ერთ ძალიან ძლიერ ნაკრებთან დაგეგმა, რომელიც განსხვავებული საფეხბურთო სტილით თამაშობს, ვიდრე დანიის ნაკრები, რომელსაც 8 სექტემბერს შევხვდებით.

კორეული ფეხბურთი მთლიანად სისწრაფეებზე, სწრაფ გადაწყვეტილებებსა და სიზუსტეზეა აგებული. მეტოქე ნამდვილად გამოირჩევა კომბინაციური ფეხბურთით, რასაც ხშირ შემთხვევაში ჩვენს ნაკრებზე ვერ ვიტყვით.

საქართველოს ნაკრების ტრავმირებულთა სია კვლავ გრძელია, თუმცა მთავარი დანაკლისი დაცვის ცენტრში გვექნება. ერთშაბად სამი ფეხბურთელი
დაგვაკლდება: საბა კვირკველია, დავით ხოჭოლავა და დიდი ალბათობით, ლაშა დვალიც. ვიმედოვნებთ, რომ გურამ კაშიას ჯიმი ტაბიძე შეუწყვილდება და არა გია გრიგალავა, რადგან ტაბიძე გაცილებით სწრაფია, ვიდრე გრიგალავა. მაგრამ არც ის გამოვრიცხოთ, რომ ვლადიმირ ვაისმა სამივე მცველი ათამაშოს.

სასურველი იქნებოდა ტრავმირებული ფეხბურთელების ნაცვლად ლუკა ზარანდიასთვის ან გიორგი ხარაიშვილისთვის ამჯერად მაინც ეხმო, თუმცა ვლადიმირი ამ შემთხვევაშიც დუმს.

რისკი თუ პრაგმატულობა? ამ შეხვედრაში სლოვაკს ორი არჩევანი აქვს. პირველ ვარიანტში შეუძლია ახალ ფეხბურთელებს მისცეს შანსი, გამოსცადოს ახალი სათამაშო კომბინაციები და შესაძლოა რისკმა არ გაამართლოს, შემდეგ კი მიუღებელი ანგარიშით დავმარცხდეთ. მეორე შემთხვევაში კი ითამაშოს ნაცნობი ფეხბურთელებით, მაქსიმალურად ჩაკეტოს ზონები და დაელოდოს თავის შანსს. არსებობს მოლოდინი, რომ ვაისი პრაგმატულ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, მიუხედავად იმისა, რომ მარცხი მწვრთნელის იმიჯზე აისახება და ვაისს გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი ისედაც არ სწყალობს.

საინტერესოა, ვის დაუთმობს სლოვაკი მოედნის ცენტრს? ეს თუ ჯაბა კანკავა არ იქნება, მაშ, რისთვის გამოიძახა? ნაკლებად სავარაუდოა, მასთან მურთაზ დაუშვილი ათამაშოს, თუმცა არც გასაკვირი იქნება. სასურველი იქნებოდა, უფრო მოძრავი ფეხბურთელისთვის მიეცა შანსი, როგორიც გიორგი აბურჯანიაა და თუ თავს წარმოაჩენდა, დანიასთან შეხვედრაშიც გაამწესებდა.

აი, შეტევის ხაზში კი უფრო მრავალფეროვნებას ველოდებით. სასურველი იქნებოდა ერთმანეთთან ახლისა და ძველის შეთავსება. მაგალითად, ვაისმა პრესკონფერენციაზე გამოჰყო ზურიკო დავითაშვილი, რატომაც არა? ჩვენ ხომ ვიცით, რომ ძირითადში, დიდი ალბათობით, თორნიკე ოქრიაშვილი და ჯანო ანანიძე იქნებიან, ამ ფეხბურთელებისგან კი შეუძლია ახალი უნარ-ჩვევები შეიძინოს.

ჩვენი ვერსიით, სავარაუდო შემადგენლობა ასეთი იქნება: გიორგი ლორია - ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია, ჯიმი ტაბიძე, ლევან ხარაბაძე - ჯანო ანანიძე, გიორგი აბურჯანია, თორნიკე ოქრიაშვილი, ოთარ კიტეიშვილი, ზურიკო დავითაშვილი - ვაკო ყაზაიშვილი

მეტოქე

კორეის ნაკრების ფეხბურთელების საერთო სატრანსფერო ღირებულება 112 400 000 ევროს შეადგენს, თუმცა 80 მილიონი მხოლოდ სონ ჰინ მინი ღირს, რომელიც გუნდის ლიდერი და კაპიტანია. 27 წლის შემტევი "ტოტენჰემის" ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია და კლუბის წარმატებულ ასპარეზობაში დიდ როლს თამაშობს.

გუნდს ძალიან კარგი შეტევა ჰყავს, თუმცა უკანა ხაზი - არა. გამორჩეული ფეხბურთელებია "ფრაიბურგის" შემტევი კვონ ჩან ჰუნი, "ზალცბურგის" ფორვარდი ჰვან ჰი ჩანი, "ბორდოს" ფორვარდი ჰვან უი ჯო და "ვერონას" ახალგაზრდა ტალანტი ლი სუნ ვუ.

ნაკრების 52 პროცენტი ადგილობრივ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებისგან შედგება. საშუალო ასაკი 26.6 წელია. ბოლოს ისინი ამხანაგურ შეხვედრაში ირანს დაუპირისპირდნენ და ფრედ, 1:1 ეთამაშნენ, მანამდე კი ავსტრალია 1:0 დაამარცხეს.

"წითლებს" 2018 წლიდან 50 წლის პორტუგალიელი პაულო ბენტო უძღვება, რომელიც წლების განმავლობაში პორტუგალიის ნაკრებსაც წვრთნიდა. ამავდროულად, მას უმუშავია "სპორტინგში", "ოლიმპიაკოსში", "კრუზეიროში" და ა.შ.

სამხრეთ კორეამ მისი ხელმძღვანელობით 16 შეხვედრა ჩაატარა, მათგან 10 მოიგო, 5 ფრედ ითამაშა და მხოლოდ 1 წააგო. მისმა გუნდმა 22 გოლი გაიტანა და 8 მიიღო. პორტუგალიელის ხელმძღვანელობით, კორეელები 4-1-3-2 ტაქტიკით თამაშობენ.

მოლოდინი

უნდა ვაღიაროთ, ამ დაპირისპირებას გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავს და ეს სამხრეთი კორეაა, თუმცა დაუმარცხებელი გუნდიც არ არის და თუ ვლადიმირ ვაისი პაულო ბენტოზე გამჭრიახი გამოდგება, შეძლებს საქართველოს ნაკრები სამშობლოში იდეალური განწყობით დააბრუნოს.

გულშემატკივრებს სიახლის ხილვა სურთ, მწვრთნელს - დადებითი შედეგი. შესაძლებელია ამ ყველაფრის შეთავსებაც, რა თქმა უნდა, თუ სლოვაკი ამ ყველაფერს შესაბამისად მიუდგა.

altსაქართველო-კორეის რესპუბლიკა - სამზადისი და ფეხბურთელთა მატჩისწინა კომენტარები [VIDEO]

altვლადიმირ ვაისი: კორეასთან მატჩი დანიელებთან შეხვედრისთვის უნდა გამოვიყენოთ - დაცვაში პრობლემები გვაქვს

 

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 20 /
არავინ ამბობს ხარაიშვილი და ზარანდია ცენტრალური მცველების ხარჯზე გამოეძახა ვაისს, მაგრამ დანიასთან დისკვალიფიცირებული კანკავას, ჭანტურიშვილის, მარად პერქპექტიული ანანიძის და დაუშვილის ნაცვლად კი შეიძლებოდა მათი თუნდაც ამხანაგურ შეხვედრაში მოსინჯვა. დაუშვილის გამოძახებას კიდევ გავიგებ, მაინც ჩამშლელი და კანკავას ტიპის საყრდენია, მაგრამ დანარჩენები? იგივე ჩაკვეტაძე (და არა ჩანკვეტაძე) სწორედ ამხანაგურში გამოიცადა პირველად და გაამართლა, მაშინ რატომ არ უნდა მიეცეს ამ ბიჭებსაც თავის წარმოჩენის შანსი? ბოლოს და ბოლოს დღეს რითია ხარაიშვილი ოქრიაშვილზე ნაკლები თუ მეტი არა? და თუ ჩვენ ვცდებით და მართლაც არაფრით სჯობიან ძირითად ბირთვს ეს სწორედ ამხანაგურ თამაშებში უნდა გამოჩნდეს. ყველა შესაძლო რესურსი გამოყენებულ უნდა იქნას.
ირაკლი
12:47 05-09-2019
0
ვაისი წინასწარ ტირის უკვე.მშიშარა მწვრთნელია.დაცვაში პრობლემებზე ლაპარაკობს უკვე.ტოპ ნაკრებებს არ ვგულისხმობ,მაგრამ ჩვენი დონის გუნდებს ვის ჰყავს ტაბიძე,კაშია,გრიგალავაზე ძლიერი ცენტრალური მცველები? ის კია არა ბევრი ნაკრები ინატრებდა ასეთ მცველებს.ასე რო ნუ წუწუნებ ბატონო ვლადიმირ.თუ ეგრე გეშინია გამოგეძახა ხუბუტია,უჩა ლობჟანიძე.დაუშვილი ხო გამოიძახე და ეგენიც გამოგეძახა.მოკლედ სასწრაფოდ მოსაშორებელია ეს კაცი სანამ გვიან არ არის.ვაისის შემდეგ მწვრთნელად არა მაგრამ მომავალში ჩისკოს ვისურვებდი.რამის ქართველია უკვე და კოჭებში მე მომწონს.წარმატებებს ვუსურვებ ხარაიშვილს,ზარანდიას,ნინუას!!!გული არ გაიტეხოთ ბიჭებო,თქვენი დრო მოსულია უკვე,უბრალოდ ცოტაც და გიხილავთ ნაკრებში და თან ლიდერებად!!!
Jordan Beli
10:54 05-09-2019
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული