თამაშგარეები, სათამაშო წუნი, მომენტების განიავება - საქართველოს ნაკრებმა კორეასთან ფრეს მიაღწია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
5 სექტემბერს, საქართველოსა და სამხრეთ კორეის ნაკრებების ამხანაგური მატჩი 2:2 დასრულდა.

"ჯვაროსანთა" მწვრთნელმა ვაისმა ექსპერიმენტული შემადგენლობა იმ ფეხბურთელებით დააკომპლექტა, რომელთა უმეტესობას კლუბებში სათამაშო პრაქტიკა აქვს. თამაში პირველ ტაიმში თანაბარი იყო, ჩვენი გუნდი კი, ძირითადად, მარჯვენა ფრთიდან უტევდა, სადაც ყაზაიშვილი აქტიურობდა.

ტაიმის დასასრულ, ყაზაიშვილმა მეტოქეს ბურთი აართვა, ანანიძეს გადასცა და მან ტექნიკური დარტყმით ანგარიში გახსნა.

მეორე ტაიმში მეტოქე გუნდის მწვრთნელმა რუი ბენტომ ერთბაშად სამი ცვლილება განახორციელა და შეცვლაზე შესულმა ჰვანგმა ბურთზე პირველივე შეხებით საპასუხო გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ მომენტში თამაშგარე მდგომარეობა
იყო, თუმცა ჩვენი ცენტრალური მცველების შეცდომაც ხაზგასასმელია. შემდეგ კანგ-ინმა საჯარიმოდან ბურთი ძელს გაარტყა. მომენტები "ჯვაროსნებსაც" ჰქონდა, მაგრამ ყაზაიშვილმა (ორჯერ) და კიტეიშვილმა ვერ გამოიყენეს. 67-ე წუთზე ყაზაიშვილი მეკარესთან პირისპირ გავიდა და მოწინააღმდეგის კარის დალაშქვრის მორიგი შანსი გაანიავა.

შემდეგ ორივე გუნდში შემადგენლობები სერიოზულად შეიცვალა. თამაში "აიჭრასავით", ორივე გუნდის მხრიდან შეცდომებმა იმატა და კუინგ-ვონს მაკარიძემ არ დაანება გოლის გატანა. სამაგიეროდ, არ გაუშვა შანსი ჰვანგმა, რომელმაც ჩაწოდებულ ბურთზე კაშიას დაასწრო და დუბლი შეასრულა.

ბოლოს თამაშში აქტიურად ჩართულმა ქვილითაიამ ფრის მომტანი გოლი გაიტანა და მსაჯმა თამაშგარე ისევ არ დააფიქსირა.

კარგად ჩატარებული პირველი ტაიმის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა მეორე ნახევარში ბევრი შეცდომა დაუშვა და იმედი ვიქონიოთ, რომ დანიასთან შეხვედრაში იმავეს არ გაიმეორებს. იმედი ხომ ბოლოს კვდება.

სტამბული. "ფათიჰ თერიმი"
საქართველო - სამხრეთი კორეა 2:2
გოლები: 1:0 ანანიძე (40), 1:1 ჰვანგი (48), ჰვანგი (85), ქვილითაია (90)

საქართველო: მაკარიძე, კაკაბაძე, კაშია, ტაბიძე, ხარაბაძე, აბურჯანია (გვილია 61), კიტეიშვილი (დაუშვილი 71), დავითაშვილი (ლობჟანიძე 73), ანანიძე (პაპუნაშვილი 60), ოქრიაშვილი (ქვილითაია 61), ყაზაიშვილი (კანკავა 80)

კორეის რესპუბლიკა: სუნგ-იუნი, ჯინ-სუ, მინ-ჯაე, კიუნგ-ვონი, ჰი-ჩანი, კანგ-ინი (ბო-კიუინგი 72), სეუნ-ჰო (იუნგ-გვონი 46), ჩანგ-ჰონი, ჯი-სუ (ვო-იუნგი 46), ჯეონგ-ჰეიოპი (უი-ჯო 46), სონი (სანგჰო 62)


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 23 /
აი ვაისს რო აკრიტიკებთ, ერთი გამაგებინა შვეიცარიის და დანიის გარდა ვისაც ეთამაშა შედეგი არ დადო? ევროპის ლიგა მოიგო და თან ისე რომ საუკეთესო შედეგი აჩვენა გუნდა. სტატისტიკას მაინც ჩახედეთ გუშინ მარტო 18 ჯერ დაირტყა მეტოქის კარისკენ, 48 სახიფათო შეტევა ქონდა, ვეთამაშეთ გუნდს რომელსაც ჩვენზე კარგი შიდა ჩემპიონატი და მეტი ფეხბურთელები ყავს უკეთეს გუნდებში (ტოტენჰემი, ვალენსია ზალსბურგი ჰამბურგი), ჩვენ რო სონის ნაირი ფეხბურთელი გვყავდეს ალბათ ევროპის ჩემპიონობას მოვითხოვდით მინიმუმ. დაცვაში კიდე 2 ძირითადის კაცი გვაკლდა, დვალს ტრამვააქ ნალოვსკის გვაკლია. რო უკიჟინებთ ის გამოიძახე ეს გამოიძახე, ხომ ათამაშა ლობჟანიძე და ხარაბაძე რო იძახდით ნაკრებში ჩქარა რაღადროს ნავალოვსკიაო, ხომ იყო მოტიტვლებული მარცხენა ფლანგი? ჯანო და ოქრი რომ საშინელ დღეში ჩააგდეთ შვეიცარიასთან თამაშის მერე ხომ იყვნენ საუკეთესოები გუშინ? მაგრამ ვერ ერკვევით ფეხბურთში ვერც გულშემატკივარი ვერც კომენტატორები და ვერც ჟურნალისტები. ეჰ ნეტა ქეცბო დააბრუნონ ნაკრებში ან ცხადაძე 7 მცველით რო გამოვიდეს გუნდი.
semi
06 სექტემბერი 2019 14:49
4
Vakom to igora isev da es pirveli araa misgan.rodis unda sheignos am bichma pasia sachiro mag dros
Butxa
06 სექტემბერი 2019 12:49
1
დაუშვილი რა ტავარიცაა მეორე გოლისას გამოჩნდა, კაშიაც გასაშვებია, დაცვაში სამი ცენტრეი გვყავს უმაღლესი დონის- დვალი, გრიგალავა და ტაბიძე, რომლებიც უნდა დააყენო, ფლანგები სუსტია, კაკაბაძე და ხარაბაძე ვერ ქაჩავენ, მაგრამ ზემოთ აღნიშნული სამი ცენტრ. მცველის ფონზე ითამაშებენ დაზღვევით. ბელგიასთან ეგ ხუთეული უნდა დააყენოს უალტერნატივოდ. ოქრიაშვილს თითქოს მოუმატებია, მაგრამ ჯერ დანიისთვის ძაან არაა მზად, გვილია ვირია მაგრამ ყოვლად უფანტაზიო ფეხბურთელია, ამიტომ საყრდენზე აბურჯანიასთან ერთად ვათამაშებდი ჩამშლელად, ჯანოს ერთ ტაიმს დავუთმობდი საყრდენის პოზიციაზე, ან უკნიდაც, ფიზაკაში სუსტია აშკარად, მისი თავის ლანდია, მარა ოქრის სჯობს. ვაკო ბრუციანია და 10 გასატანიდან ერთი თუ შეაგდო, კაია. ქვილითაია ფორმაშია, კიტეისვილი კარგია, სტაბილურია, რადგან გუნდში პრაქტიკა აქვს, გაზრდილა და ეგ კიდევ მოუმატებს. დავითაშვილი მომავლის ფეხბურთელია. პაპუ კარგია. მოსაყვანია გუნდში 100 პროცენტიანი პრაქტიკის მქონე ბიჭები, ებრალიძე, მჭედლიშვილი, სხირტლაძე, ზარანდია, ხარაიშვილი, ვაჩიბერიძე რომ ათამაშდა ევროპაში და ძირითადში დაიმკვიდრა ადგილი, თუ ხედავს ვინმე ნეტა? არაბიძე რომ ფორმაშია და მაგან მოიგო გუშინდელი თამაში თუ ხედავს ვინმე? ანუ ბიჭები ევროპაში დაფრინავენ და ნაკრებში იძახებენ ბალასტს, ეს რა გვჭირს ხალხო? ლობჟანიძე, თავიდან არ უნდა ყოფილიყო? მერე ამდენი ხანია ერთი და იმავე სასტავს ათამაშებს, 3 წელია უკვე ატრიალებს ამ ბირთვს და შედეგი 0, ეგ კიარა გუნდი შეუთამაშებელია, აბსოლუტურად სტიქიურად თამაშობენ, არანაირი ტაქტიკა, მონახაზი, ყველა თავისთვის თამაშობს, ცვლილებები საქმეს აუარესებს, როცა პირიქით უნდა იყოს. ასეთი სუსტი მწვრთნელი ნაკრებს არასდროს არ ჰყოლია. გუნდი ვერ დაალაგა და შეათამაშა. მიდის მგონი და გაუშვით, გადაშენდეს აქედან, კაზახეთია მაგის პატალოკი. მაგას ნებისმიერი ქართველი გულშემატკივარი სჯობს, მწვრთნელებს რომ თავი დავანებოთ. ამდენი ჯანსაღი ახალგაზრდა გვყავს, სამ წელიწადში სერიოზული, კონკურენტუნარიანი, საშუალოზე ოდნავ მაღალი ევროპული დონის გუნდი მეყოლებოდა, რომელიც გრანდებსაც გაუწევდა კონკურენციას. ამან მოკლა ყველაფერი და პირველ რიგში, ახალგაზრდებს ჩაუკლა სული, რომლებსაც არ აძლევს შანსს ბებრების სასარგებლოდ. არადა წავიდა ამათი მატარებელი უკვე დიდი ხანია. ვატო არველაძემ მეორე თაიმი ჩაატარა შედარებით კარგად, სანამ არაბიძე იყო, ეგ არ ჩანდა, პასს არ იძლევა, სისწრაფე ნული, ეგ ახალგაზრდულსაც არ იმსახურებს. საცოდაობა არაა არაბიზეს არ იძახებდე და ვატოს მთავარი გუნდის ძირითადში ეგრევე. კორონაშიც აღარ ათამაშებენ, რადგან იქ დაიშალა ქართული მაფია და ვატიკოს კრიშა აღარა აქვს. სანამდე გინდათ ასე ათრიოთ საძმაკაცო? მეგობრობის წინააღმდეგი ვინაა კაცო, მარა სიტყვა ეროვნულის მნიშვნელობა იცით საერთოდ? კაჭარავა დაიკარგა საერთოდ, ხო ათრიეთ კაი ხანს მამამისის ხათრით? ამას ხედავს მომავალი თაობა და გული უტყდებათ, მერე იტყვით რთული ხასიათი აქვსო. ჯერ საქმეა საქმე, როგორც დათა იტყოდა, და მერე მეგობრობა. გვინდა გუნდი, რომელიც გამარჯვებებს მოგვიტანს, სამართლიანი, მიუკერძოებელი შემადგენლობა და შეივსება სტადიონები. მაგ ხალხით ვინც გყავდათ ბურთს დაგვახევენ თავზე. მე კი დავდებ ორიანზე, მარა ერთიანი მინდა რომ შემოვხაზო და მომეცით ამის საშუალება. ააა, თქვენც ორიაზე დებთ? მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენო. სირცხვილია, სირცხვილი.
ვასო
06 სექტემბერი 2019 12:33
4
ვაკოს რომ არ "ეღორა" მოგებული გვქონდა.ხოლო ფეხბურთელები დაახლოებით ერთი დონის არიან და ვის დააყენებს ვაისი დიდი მნიშვნელობა არა აქვს.
ჩემი აზრით
06 სექტემბერი 2019 11:47
0
თუ თამაშის ხარისხის მიხედვით ვიმსჯელებთ,ქართველი ბირჟავიკები შეხვდნენ კორეელ ბირჟავიკებს და მსაჯობა,თურქ ბირჟავიკებს სთხოვეს.რა აზრი ჰქონდა ამ თამაშს,თუ ასე უპასუხისმგებლოდ მოეკიდებოდნენ საქმეს ორივე გუნდი და მსაჯებიც,ჩემთვის გაუგებარია.უბრალოდ ფულის გადაყრა იყო ეს ყველაფერი.თამაშზე რაიმეს თქმას,აზრიც კი არა აქვს
სოსო
06 სექტემბერი 2019 11:40
8
ჩვენი ნაკრების მთავარი მინუსები, რატომაც ჩვენ სულ ვაგებთ:

1) ფიზიკურ ორთაბრძოლებში ძალიან მოვიკოჭლებთ
2) გამძლეობა (ვერ დარბიან ორ ტაიმს)
3) მაღალ სისწრაფეებს ვერ უძლებენ
4) საგოლე მომენტებს ვერ უკეთებენ რეალიზებას (მარგი ქმედიბის დაბალი კოეფიციენტი).
5) დაცვაში ხშირად უშვებენ პოზიციურ შეცდომებს

ეგ არი მოკლედ რაც ჩვენ გვჭირს ჩემის აზრით, ადგილზე დამდგარ ფეხბურთს ჩვენს გარდა უკვე არავინ არ თამაშობს, დღევანდელ ფეხბურთში თუკი რაიმეს გინდა მიაღწიო უნდა იმოქმედო მაღალ სიჩქარეზე, ეს ეხება ბურთის მიღებასაც, დამუშავებასაც, მოედნის ხედვას და პასს და ა.შ. უნდა ყველაფერი გააკეთო სწრაფად და მიიღო სწრაფი გადაწყვეტილებები, რასაც ჩვენი ფეხბურთელები ვერ აკეთებენ, დანიამ ზუსტად ამით მოგვიგო, ისინი ყველაფერს აგცილებით სწრაფ ტემპში აკეთებენ.
დათო
06 სექტემბერი 2019 11:17
0
ვინ გააცოცხლებს ქართულ ფეხბურთს?
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
06 სექტემბერი 2019 11:04
0
პირველ ტაიმს არა უშავდა,მთლიანობაში გაგვიმართლა და ფრეს მივაღწიეთ,ამ გუნდით რაღაცის მიღწევა შეუძლია ამ მწვრთნელს,მაგრამ ამას უდიდესი ძალისხმევა და მონდომება დაჭირდება..და ყველაზე მთავარი აქ ისაა როგორ ფორმაში იქნება ჩანკვეტაძე ბელორუსთან თამაშისას,თუ გიორგიმ მოახერხებს ან მოასწრებს ამდროისთვის ჩადგეს თავის ოპტიმალურ ფორმაში როგორც ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპისას იყო,მაშინ მთელი 100% დარწმუნებული ვარ ჩვენები მიაღწევენ სასურველ მიზანს!
niko
06 სექტემბერი 2019 10:53
2
დანია უშანსოდ მოგვიგებს . სუსტი თამაში იყო.მწრთნელის კომენტარი არალოგიკურია
ქართული სპორტი
06 სექტემბერი 2019 09:57
5
მძიმე შთაბეჭდილება დატოვა ნაკრებმა - ყველა გართული იყო ინდივიდუალიზმით, ოღონდ თავი წარმოეჩინათ. ამის გამო რამოდენიმე გოლი ვერ გავიტანეთ. ბევრი შეცდომა იყო პასის კულტურაში, დაცვა უყურადღებო. იმედია დანიასთან თამაშში უფო პასუხისმგებლობით მოეკიდებიან საქმეს. მწვრთნელი კი გამოსაცვლელია.
მერაბი
06 სექტემბერი 2019 09:44
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული