"გენტმა" გიორგი ჩაკვეტაძე ევროპა ლიგის განაცხადში არ შეიყვანა

AutoSharing Option
ბელგიურმა "გენტმა", რომელმაც ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა მოახერხა, ტურნირის განაცხადში ქართველი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე არ შეიყვანა.

სხვადასხვა წესიდან გამომდინარე, "გენტს" ევროპა ლიგის განაცხადში 25-ის ნაცვლად, 22 ფეხბურთელის ჩაწერის უფლება აქვს და ბელგიელებმა გადაწყვიტეს, რომ ჩაკვეტაძე ამ ეტაპზე განაცხადში არ შეეყვანათ.

თუმცა, თუ გიორგი გამოჯანმრთელდება, კლუბს მისი განაცხადში შეყვანა თამაშამდე 24 საათით ადრე შეეძლება, რადგან ევროპა ლიგის დებულების მიხედვით, გიორგი ფეხბურთელთა B სიაში შედის, ანუ იმ მოთამაშეთა შორის, რომლებიც 1998 წლის შემდეგ არიან დაბადებულები და ამ კლუბში 2 წლის განმავლობაში
მაინც თამაშობენ.

სანამ ჩაკვეტაძე გამოჯანმრთელდება და მოედანს დაუბრუნდება, "გენტის" საევროპალიგო განაცხადში მხოლოდ გიორგი ქვილითაია იქნება, რომელსაც საკმაოდ ბევრი კონკურენტი ჰყავს და ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა უჭირს.

ევროპა ლიგაზე "გენტი" პირველ შეხვედრას 19 სექტემბერს გამართავს. ბელგიელები საკუთარ მოედანზე "სენტ ეტიენს" უმასპინძლებენ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ეს ბარსელონაში მეგონა უკვე))) ისე აშუქებდით
თემო
14:02 06-09-2019
38
ბარსელონამ შეიყვანა განაცხადში.
გიორგი 007
15:33 06-09-2019
28
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული