ვლადიმირ ვაისი: წასვლა? მომავალში არ ვიცი რა მოხდება, თუმცა...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა დანიასთან ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის მატჩამდე პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"წასვლა? მომავალში არ ვიცი რა მოხდება, თუმცა მე ახლა აქ ვარ და ხვალინდელ თამამშზე ვფიქრობ.

ქართული ენის სწავლა არაა ჩემთვის ადვილი, ვიცი სიტყვები, თუმცა პრესკონფერენციაზე ქართულ ენაზე ნამდვილად ვერ შევძლებ პასუხების გაცემას.

ხარაიშვილი მხოლოდ იმიტომ არ არის, რომ სხვა ბიჭები არიან. ნაკრებში ისინი არიან, ვისაც მეტი გამოცდილება აქვს. მე არ ვიცი, შესაძლოა სხვა მწვრთნელი მოვიდეს და იმან მისცეს შანსი. ვიცი, რომ ხარაიშვილი კარგი ფეხბურთელია,
გოლიც გაიტანა, მე მას ვაფასებ.

ზარანდიასა და არაბიძესთნ იგივე პრობლემაა, რაც ხარაიშვილთან დაკავშირებით. შეუძლებელია ყველა ფეხბურთელი გყავდეს ნაკრებში. არაბიძემ და ზარანდიამ ახლახანს კლუბები შეიცვალეს, ვადევნებ მათ თამაშს თვალს.

ჩვენი მინუსია, რომ შანსებს ვერ ვიყენებთ. ეს მხოლოდ სამხრეთ კორეასთან შეხვედრას არ ეხება, მეტი გოლი უნდა გავიტანოთ. მარტო ვაკოს 3 გოლი უნდა გაეტანა, მას ვუთხარი, რომ უფრო აგრესიული უნდა იყოს საჯარიმოში, გამოიყენოს მისი შესაძლებლობები. ამ საკითხზე სამუშაო გვაქვს.

კიტეიშვილმა და აბურჯანიამ კარგად ითამაშეს. ოთარი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. კვეკვესკირის ტრავმის შემდეგ აქ ფეხბურთელი გვჭირდება. ჩვენ დაუშვილი გვყავს, ასევე გვილიასაც შეუძლია ამ პოზიციაზე თამაში. დაუშვილი ახლა კარგად გამოიყურება, ფიზიკურად მზად არის, მას შეუძლია ჯაბას სტილში თამაში და ვნახოთ ხვალ, როგორ იქნება. თუმცა, 2-3 ცვლილება შემადგენლობაში აუცილებლად იქნება.

სამწუხაროდ ტრავმა აქვს დვალს და ის ვერ მოახერხებს თამაშს", - თქვა ვაისმა.

საქართველოსა და დანიას შორის მატჩი 8 სექტემბერს "დინამო არენაზე" გაიმართება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას პირველი არხი უზრუნველყოფს. მატჩის ბილეთების ფასი 5,10,15 და 25 ლარია. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.


მკითხველის კომენტარები / 30 /
Memgoni kosovo gava pirdapir evropaze exla upro mogvecems gasvlis shansi:)
Bavarieli
07 სექტემბერი 2019 21:37
3
კარგი იქნება ამ თამაშის შემდეგ თუ წავა. ვაისის ხელში წინ ვერ წავალთ. ესეთი მშიშარა მწვრთნელი ჯერ არ გვყოლია და რა? 2 შესარჩევი ერთი მოგება გიბრალტართან, იგივე D ჯგუფის გუნდთან. აგერ კოსოვა D ჯგუფის ნაკრები რამხელა წინსვლა აქვს. დარჩენით იმ შანსაც გაუშვებთ აუვცილებლად რაც გვაქვს.
Geo_Dinamo
08 სექტემბერი 2019 12:38
2
უნდა წავიდეს და რაც შეიძლება მალე,ეგ რომ ზამთარში წავიდეს დრო აღარ რჩება
გრიგოლ1408
08 სექტემბერი 2019 10:01
1
გაანებეთ რა ამ კაცს თავი, მაგის ხელში გვაქვს რეალური შანსი ევროპაზე გასვლის და აცალეთ მუშაობა!!
ყველა პროფესორები როგორ ვართ ეს ქართველები რაა
შოთა
08 სექტემბერი 2019 00:17
14
ხვალისთვის ოპტიმალური შემადგენლობა

მაკარიძე
კაკაბაძე კაშია ტაბიძე ნავალოვსკი
გვილია კიტეიშვილი
ანანიძე
შენგელია ოქრიაშვილი ყაზაიშვილი
გიო
07 სექტემბერი 2019 18:50
19
ვაის გამოდი, გიცანით!
ირაკლი
07 სექტემბერი 2019 21:16
3
არ ვეთანხმები და მორჩა.
.
07 სექტემბერი 2019 20:40
2
ხვალ წავაგებთ 1:2-ს. გვილია გაიტანს გოლს!!!
სხვა რაკურსი
07 სექტემბერი 2019 23:54
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული