ოთარ კიტეიშვილი: დაცვაში არ უნდა ჩავჯდეთ და ვაჩვენოთ დანიელებს, რომ შეტევა შეგვიძლია

AutoSharing Option
საქართველოს ნარების ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა დანიასთან ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის მატჩამდე პრესონფერნციაზე ისაუბრა.

"ყველამ ვიცით, რომ დანია ძლიერი გუნდია. რომ არა მსაჯის შეცდომები, შეიძლებოდა წინა თამაში სხვა შედეგით დასრულებულიყო. დაცვაში არ უნდა ჩავჯდეთ და ვაჩვენოთ დანიელებს, რომ შეტევა შეგვიძლია და საფრთხეს შევუქმნით", - აღნიშნა კიტეიშვილმა.

საქართველოსა და დანიას შორის მატჩი 8 სექტემბერს "დინამო არენაზე" გაიმართება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას პირველი არხი უზრუნველყოფს. მატჩის ბილეთების ფასი 5,10,15 და 25 ლარია. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
და ვინ შეუტევს?
აკო
17:06 07-09-2019
14

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული