აზერბაიჯანელი ნახევარმცველი 0:3 წაგების შემდეგ: საქართველო ჩვენზე ძლიერი არაა

AutoSharing Option
ახალგაზრდული ევროპირველობის შესარჩევი ტურნირის მეორე ტურში, სახლში მარცხის (0:3) მიუხედავად, აზერბაიჯანელთა ნახევარმცველი ფარიდ ნაბიევი საქართველოს ნაკრებს მათზე უფრო ძლიერ გუნდად არ მიიჩნევს.

აი, რა გაუმხილა მან ნამატჩევს azerisport.com-ს:

"ალბათ, შეხვედრისთვის ვერ განვეწყვეთ. ცუდად ვითამაშეთ. მომენტები გვქონდა, მაგრამ დიდხანს ვიდექით დაცვაში დ გუნდი თავდაჯერებული არ იყო. ასეთ მოწინააღმდეგესთან თამაში შეიძლებოდა, მაგრამ ვერ გავიგე, რა დაგვემართა. თამაში არ წაგვივიდა და ეს ქართველებმა გამოიყენეს.

სლოვაკეთთან მოგების შემდეგ ეიფორიაში არ ვიყავით, უბრალოდ დავიღალეთ. საქართველოს ჩვენზე ძლიერ გუნდად არ ვთვლი. მათი დამარცხება შეგვიძლია, თუმცა არ
გამოგვივიდა.

მატჩის მერე ბევრმა კინაღამ იტირა... ძალიან გვინდოდა საკუთარ მოედანზე მეტოქის ძლევა. გულდასაწყვეტია 0:3 წაგება. ეს ჩვენთვის რთულია. უნდა მოვითმინოთ და მომავლისაკენ ვიყუროთ.

გაჯიევის გაძევებამ ჩვენი სიტუაცია გაართულა. უკან მოგვიწია დახევა, შეტევა არ გამოგვდიოდა. სიტყვები არ მყოფნის".


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 7 /
კიდევ :"ტრუსები გიჭერდათ კვერცხებზე და ბუცები აგერიათ ჩაცმისას, ყავის დალევა ვერ მოასწარით და ეს ოხერი სექტემბერიც მოულოდნელად დადგა"....ჩამონათვლის ცვლილება უსასრულოდ შეიძლება და აი, ანგარიშიც შეცვლა კი არა...:)))
saba
07:21 11-09-2019
1
ფეხბურთის თამაში რომ არ იცინ ფაქტია ,მაგრამ არც შეფასების უნარი ქონიათ..
ნოდიკო
11:28 11-09-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული