U19. საქართველოს ნაკრებმა პოლონეთს თამაში შემოუტრიალა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
10 სექტემბერს, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადების პროცესში პოლონეთის წინააღმდეგ ამხანაგური მატჩი გამართა.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე გამართული შეხვედრა ორმხრივი შეტევებით წარიმართა და ქართველი ფეხბურთელების გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.

ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, მე-17 წუთზე პოლონელმა თავდამსხმელმა ბარტოშ ბიალეკმა საჯარიმოში ტექნიკურად ითამაშა და ახლო მანძილიდან აიღო ლუკა კუტალაძის კარი.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა წონასწორობის აღდგენა პირველ ტაიმში მოახერხა. 34-ე წუთზე შედეგიანი დარტყმა გიორგი გულიაშვილმა შეასრულა.

შეხვედრის მეორე ნახევარში თამაშის სცენარი არ შეცვლილა, მომენტები ორივე გუნდის კართან შეიქმნა, თუმცა
გამარჯვების გოლი რამაზ სვანაძის გუნდმა გაიტანა. 67-ე წუთზე გოლი ირაკლი აზაროვის შორეული გადაცემით, შეცვლაზე შემოსულმა გიორგი იაკობიძემ გაიტანა.

თბილისი. "მიხეილ მესხი 2"
საქართველო - პოლონეთი 2:1
გოლები: 0:1 ბიალეკი (17), 1:1 გულიაშვილი (34), 2:1 იაკობიძე (67)

საქართველო: კუტალაძე, კაპანაძე, გელაშვილი, აზაროვი, მექვაბიშვილი, გულიაშვილი, მოისწრაფიშვილი, მესიაჩენკო, ჯანგიძე, გაგუა, კალანდაძე

პოლონეთი: ბროდა, დიმერსკი, ბოგაჩი, ჰიჯეკი, რადკოვსკი, კარბოვნიკი, კამინსკი, შპაკოვსკი, ბიალეკი, ვედრიჩოვსკი, ზალევსკი

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი რაუნდის მეცამეტე ჯგუფში უნგრეთის, ხორვატიისა და ყაზახეთის ნაკრებებთან ერთად იასპარაზებს. ჯგუფური ეტაპის შეხვედრები 9-15 ოქტომბერს უნგრეთში გაიმართება.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული