კახა ჩხეტიანის 3 წელი "ტორპედოში" - მძიმე ვითარებაშია, თუმცა არ ნებდება!

AutoSharing Option
3 წლის წინ, 2016 წლის 12 სექტემბერს, "ტორპედო" კახა ჩხეტიანმა ჩაიბარა და მას შემდეგ გუნდმა მისი ხელმძღვანელობით საქართველოში ყველა ტურნირი მოიგო.

ფინანსური პრობლემების გამო ჩხეტიანს "ტორპედოს" ძირითადი შემადგენლობა გაზაფხულის თოვლივით შემოადნა ხელში და სახელდახელოდ შეკოწიწებული ახალი გუნდით მაინც აგრძელებს ბრძოლას.

12 სექტემბერს, ეროვნული ლიგის 27-ე ტურში, ქუთათურებმა გასვლაზე დაძაბულ ბრძოლაში ფრეს კომპენსირებულ დროში მიაღწიეს "ჩიხურასთან", მათ კარს კი 16 წლის დავით ასათიანი იცავდა.

"ტორპედოსა" და ჩხეტიანს ამ მძიმე ვითარებიდან გამოსვლა და ქართველი გულშემატკივრების კიდევ არაერთხელ გახარება ვუსურვოთ.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 4 /
ბრაო კახა!
ზასტაველი
16:47 14-09-2019
0
კახა ჩხეტიანი სამუდამოდ დარჩება ქუთაისის ტორპედოს ისტორიაში როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მწვრთნელი და პიროვნება!!!! ისტორიას არ ახსოვს კლუბი ასეთ დღეში იყოს და ამ დონეზე თამაშობდეს, თუნდაც საქართველოს ჩემპიონატში!!! ბრავო მას!!! ამაყი ვარ, რომ ვიცნობ მას პირადად და მიმაჩნია, რომ იგი არის ქუთაისის და საქართველოს ღირსეული შვილი!!!! მადლოპბა კახა ყველაფრისთვის!!!
anzori
20:52 13-09-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული