ლევან კობიაშვილი: ვლადიმირ ვაისის მიმართ, როგორც სანაკრებო, ისე საკლუბო დონეზე ინტერესები იყო

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა იმედის ეთერში საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვლდიმირ ვაისის მიმართ ყაზახური "ასტანას" ინტერესზე ისაუბრა. 

"ნამდვილად არ ვიცი რამდენად რეალურია ვლადიმირ ვაისის მიმართ "ასტანას" ინტერესი, რადგან რომელიღაც ქვეყანაში, რომელიღაც სააგენტოს მიერ დაწერილი ინფორმაციას ასე ვერ ვენდობით.

თუმცა დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, უფრო ზუსტი და დეტალური ინფორმაციები მაქვს, რომ ვლადიმირ ვაისის მიმართ, როგორც სანაკრებო, ისე საკლუბო დონეზე სერიოზული ინტერესები იყო და მათ შესახებ არსად არ დაწერილა.

ეს ცუდი არაა, არც ახალია ჩვენთვის. თუმცა, მთავარი ის გახლავთ, რომ ვლადიმირ
ვაისთან ხელშეკრულება 2020 წლის მარტამდე გვაქვს და ეს თემა ჩვენთვის აქტუალური არაა.

ვიცით რისთვის მეზადებით, ვიცით, რომ ამ ეტაპზე არსებული შედეგებით კმაყოფილები ვართ და ამიტომაც გაუგრძელდა მწვრთნელს ხელშეკრულება. ამას გარდა, საერთო მიზანი გვაქვს და ეს არაა ერთი კონკრეტული მხარის მიზანი. ვიცით ვლადიმირის განწყობები, სურვილები. ის საქართველოს ნაკრებში მუშაობით კმაყოფილი და ბედნიერია."

altვლადიმირ ვაისი: წასვლა? მომავალში არ ვიცი რა მოხდება, თუმცა...

alt"ასტანამ" ვლადიმირ ვაისთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა
Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 16 /
ვეთანხმები ემიგრანტს და კობას 100%–ით ვაისი გასაშვებიაააააააააააააააააააააააა
თეიმურაზ რეხვიაშვილი
13 იანვარი 2020 20:03
1
მეც არ მომწონს ბევრი რამე ვაისის მწვრთნელობაში მაგრამ ამ ეტაპზე მისი გაშვება ძალიან დიდი რისკი მგონია იმის გათვალისწინებით თუ რა თამაშები გველის სულ მალე.
ეხლა რომ ახალი მწვრთნელი მოვიყვანოთ რაც არ უნდა მაგარი იყოს გადალაგებას მოუნდება 1 წელი.
Felisio
19 სექტემბერი 2019 15:23
1
ეს კაცი რომელ შედეგებზე ლაპარაკობს? ერთი თამაში არ მოუგია ვაისს. ევროპა ლიგაზე რაც იყო - ჩაკვეტაძის დამასახურებაა ის. ხვიჩა კვარაცხელიაზე რომ
იფოკუსნიკა ჯუღელმა და რუსთავის მერიამ - სამი მილიონი ევრო რომაა აორთქლებული, იმაზე რატომაა პირში წყალჩაგუბებული?
ჯეკო
16 სექტემბერი 2019 07:56
9
გასაგებია რომ გულშემატკივრების არ გესმის, ჩვეულებრივი მედროვე აღმოჩდი შენც, მარა პროფესიონალი ფეხბურთელი იყავი და მოუგებელი თამაშების შემდეგ როგორ ხარ კმაყოფილი? მე ნაკრებებზე მაქვს საუბარი და არა ანდორა ლატვიაზე, რომლებიც ყველას გაფენილი ყავთ)) ყოჩაღ შენ და შენს ფეხბურთელობას კობია. მარტში გნახავ შენც და მაგ უვიც "ვაი ვაისსაც"
Geo_Dinamo
15 სექტემბერი 2019 21:52
7
კობიაშვილო გადაყვები ვაისს
გრიგოლ1408
15 სექტემბერი 2019 20:52
3
მართლა და მართლა რა ვაი(ს) უშველებელი გახდა ამ კაცის მოშორება.რა დამსახურებით რჩება ნაკრებში, სამ წყალწაღებულ გუნდს რომ მოუგო? გიბრალტარს რომ ფრედ ეთამაშა ეგეც ვაისი არ იყო? კინა ციკლი რომ მოუგებლად ჩაამთავრა ისიც ვაისი იყო მგონი:). გუნდს ერთადერთი დამუშავებული კუთხური მხოლოდ ბოლო შეხვედრაში ვნახე. არანაირი ტაქტიკური მონახაზი არ ჩანს, ცვლილებებიც ხომ ცალკე პრობლემა. წინა ციკლში რომ ჩაისვარა ხალხის რეაქციის შემდეგღა მოგვაშორა ნაკრებიდან დვალიშვილი, მერებაშვილი, კაჭარავა. სამაგიეროდ არველაძე მოიყვანა(ხომ ჩაიწერა, რომ ნაკრების მოთამაშეა:).რა მანამდე არ შეიძლებოდა ჩაკვეტაძის, კიტეიშვილის,ან დავბითაშვილის გამოცდა? თუ მანამდე არ არსებობდნენ...იძულებული გახდა. ძველი საბჭოთა ფეხბურთის მწვრთნელის მენტალიტეტი აქვს და მისი გადაკეთება შეუძლებელია. გადაუხადონ მარტამდე რაც ეკუთვნის და გაუშვან სანამ დროა. ნებისმიერი ქართველი მწვრთნელი ჯობია ვაისს და საქმე საქმეზე თუ მიდგა, ბევრი უხელფასოდაც იმუშავებს მარტამდე.ადმინ არ დაბლოკო, თქვენი ვაისისადმი დამოკიდებულება ფედერაციისადმი გაგზავნილ მიმართვაშიც გამოჩნდა
emigranti
15 სექტემბერი 2019 19:49
8
კი ნამდვილად ის ნაკრებია ესპანეთს რომ მოუგო და დანიას ფრე ეთამაშა, მაგრამ შენ ვინ ხარ ეგ იკითხე თორემ ეს რომც გაუშვან მაინც არ დაიკარგება !
Ss
15 სექტემბერი 2019 21:43
13
ჩვენ ქართველებს ყველას საუკეთესოდ გვესმის სპორტის ნებისმიერი სახეობა და პოლიტიკა:) ვართ რადიკალები და "პროფესორები" ნებისმიერ საქმიანობაში. გვახასიათებს ფეთქებადი ხასიათი და ხშირ შემთხვევაში ვართ სუბიექტურები. მთვარი კი გვავიწყდება - პური მეპურემ უნდა გამოაცხოს! ჩვენ შეგვიძლია ვლანძღოთ მწვრთნელი და ვიყოთ უკმაყოფილოები, მგრამ ყველაფერი შედარებითია. რამოედნიმე წლის წინ გუნდი გუნდს არ გავდა და რა თამაშის ორგანიზებაზე იყო საერთოდ საუბარი. შესაძლოა ძალიან წინ არ წავსულვართ, მაგრამ არის პოზიტური ძვრები და ამის დაუნახაობაც არ შეიძლება. მე პირადად ძალიან მაღიზიანებს ვაისის დაგვიანებული შეცვლები და ზოგჯერ გადამეტებული სიფრთხილე, მაგრამ ვაღიარებ რომ მან შეძლო ძალიან პოზიტიური ატმოსფეროს ჩამოყალიბება გუნდში და შეძლო ბირთვის ორგანიზება, გაუმჯობესდა დისციპლინის საკითხიც. გუნდში დააწინაურა ახალგაზრდა ფეხბურთელები რომლებიც იქცნენ ნაკრებისათვის დიდი ძალად, ვართ ფლეი-ოფში და გვაქვს ევროპაზე მოხვედრის შანსი.... რაც შეეხება შემადგენლობის შერჩევის საკითხს, ჩემი პირადი აზრია ის, რომ ამჟამად ნაკრებში თითქმის ყველა პოზიციაზე ძალიან დიდი კონკურენციაა და ალბათ იმ მოთამაშეებზე ბევრად მეტად უნდა წარმოაჩინო თავი, ვინც დღეს ძირითად ბირთვს წარმოადგენს ნაკრებში. ყველა გუნდში ასეა, თუ ძალიან "მკაფიოდ" არ ჩანხარ არავინ შეცვლის შენი გულისათვის ასე ვთქვათ "სასტავს". ასე იყო კაკაბაძის, ჩაკვეტაძის, კვარაცხელიას შემთხვევაშიც. მე არ ვარ ვაისის დამცველი, ვცდილობ ვიყო ობიექტური და დავინახო განსხვავებები ადრინდელ სიტუაციასა და დღევანდელ რეალობას შორის....
ანესთეზეოლოგი
15 სექტემბერი 2019 19:45
10
გამაგებინეთ ერთი ფედერაციის პრეზიდენტი ვაისის შედეგებით როგორ უნდა იყოს კმაყოფილი, 2 შესარჩევია კაცს თამაში არ მოუგია
lasha
15 სექტემბერი 2019 18:14
6
რთულია ქართველო გულშემატკივარს რამე გაუგო, სულ რომ გვარდიოლას ჩააბარო ეს ნაკრები იმასაც გაუჭირდება ამაზე უკეთესი შედეგის დადებას. ამ ხელფასად მითუმეტეს (როგორც ადრე თქვეს ცხადაძეზე 10ჯერ ნაკლებიო გამოდის 100,000 ევრო) არამგონია ამაზე უკეთესი მოვიდეს და ამ ფეხბურთელების მწვრთნელს კიდე ამაზე მეტი რომ მისცე წყალში გადაყრილი ფულია!!!
gia
15 სექტემბერი 2019 17:44
17
ღმერთმა ქნას ვცდებოდე, მაგრამ ლამის დარწმუნებული ვარ რომ ვაისის ხელში არსად გამსვლელები არა ვართ. ვაისის გამშვები ფედერაცია არაა და მის ხელში კოსოვომდეც ვერ მივაღწევთ. მოვლენების ასეთი განვითარების პირობებში(თუ ვერ გავედით ევროპაზე) ფედერაციამ ნაკრების მწვრთნელთან ერთად უნდა აიღონ პასუხისმგებლობა და დატოვონ თანამდებობები...ვაისს რა ენაღვლება, მარტში მაინც უმთავრდება კონტრაქტი.
emigranti
15 სექტემბერი 2019 16:25
14

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული