სფფ-ის დელეგაციამ ხაშურის მშენებარე სტადიონი მოინახულა

AutoSharing Option
16 სექტემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე ხაშურს ესტუმრნენ და საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა შიდა ქართლის გუბერნატორთან, გიორგი ხოჯევანიშვილთან, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერთან, გიორგი გურასპაშვილთან, ასევე, მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულეს.

ტერიტორიაზე განთავსდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო მოედანი, 2 000 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, განათება, დამხმარე შენობა-ნაგებობები, ავტოსადგომი, გამწვანების ზოლი და საფეხმავლო ბილიკები. პროექტი აგრეთვე ითვალისწინებს საინჟინრო კომუნიკაციების მოწყობას (დრენაჟი, წყალმომარაგება, კანალიზაცია, გათბობა-გაგრილება-ვენტილაცია, ელექტროობა) და ტერიტორიის კეთილმოწყობას.

მშენებლობის დასრულება 2020 წლის შემოდგომაზე იგეგმება.

სტადიონის მშენებლობა მუნიციპალური
განვითარების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

Sportall.Ge

მიმდინარე პროექტის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ისაუბრა:

"ეს არაჩვეულებრივი პროექტი უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და მისი დასრულება მომდევნო წლის შემოდგომაზე იგეგმება. პროექტი მოიცავს სტანდარტული საფეხბურთო ზომის მოედნის მოწყობას, დაახლოებით 2 000 ადამიანზე გათვლილი ტრიბუნით, განათებით და ყველა იმ საჭირო ინფრასტრუქტურით, რაც თანამედროვე სტადიონს სჭირდება.

მე დარწმუნებული ვარ, რომ პროექტის განხორციელების შემდეგ ის არამხოლოდ ხაშურისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის სამაგალითო იქნება, რაც საფეხბურთო ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართულობას კიდევ უფრო გაზრდის".

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

Sportall.Ge

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 6 /
უნდა როგორ არ უნდა.რაც უფრო ბევრი სტადიონი აშენდება,მით უკეთესი.Ღმერთი Თქვენსკენ
კახა ქ.
02:52 31-05-2020
0
ამ ზუგდიდის სტადიონს ბოლო-ბოლო რა ბედი ეწია.მოანგრიეს ის ბეტონის კედელი
კახა ქ.
02:48 31-05-2020
0

სიახლეები პოპულარული