საქართველოს ნაკრებისა და ფამაგუსტის "ანორთოსისის" ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა კლუბის ვარჯიშზე ტრავმა მიიღო. სწორედ ეს იყო "ენოზისთან" მატჩის გამოტოვების მიზეზი.
როგორც კვიპროსული goal.philenews.com-ი წერს, თორნიკე ოქრიაშვილმა პარასკევს მიღებული ტრავმის შემდეგ სამედიცინო შემოწმება გაიარა და ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა. თუმცა თორნიკე რამდენიმე დღე ვერ ივარჯიშებს და 22 სექტემბერს, "პაფოსთან" გასამართ შეხვედრასაც გამოტოვებს.
მომდევნო კვირას ქართველი ნახევარმცველი რეაბილიტაციას დაუთმობს. თავად თორნიკე ოპტიმისტურად არის განწყობილი და იმედი აქვს, რომ მალე დაბრუნდება.
"პაფოსის" შემდეგ "ანორთოსისი" მომდევნო მატჩს 2 ოქტომბერს, "აპოლონის" წინააღმდეგ გამართავს და აღნიშნულ შეხედრაში, დიდი ალბათობით, თორნიკე მონაწილეობას მიიღებს.