ანანიძის გარეშე "სპარტაკი" ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა - ამჯერად ტაბიძის "უფასთან"

AutoSharing Option
ჯანო ანანიძის მოსკოვის "სპარტაკი" რუსეთის პრემიერლიგის მე-10 ტურში გასვლაზე 0:1 დამარცხდა ჯიმი ტაბიძის "უფასთან".

"სპარტაკმა" მიჯრით მეოთხე შეხვედრა წააგო და 14 ქულით ჯერჯერობით მე-7 ადგილზეა, ამდენივე ქულით და ბურთების უკეთესი შეფარდებით "უფა" მე-6 პოზიციაზეა.

რაც "სახალხო გუნდმა" ანდრე შურლე დაიმატა, ანანიძეს საერთოდ აღარ ათამაშებენ და ისევ სათადარიგო იყო, ხოლო ტაბიძემ შეუცვლელად იასპარეზა და ყვითელი ბარათი მიიღო.

აღსანიშნვია, რომ "უფას" "სპარტაკის" კარში ბურთი საერთოდ არ დაურტყამს და გამარჯვება რასკაზოვის ავტოგოლით მოიპოვა.

"სპარტაკმა" ზედიზედ მეათე შეხვედრაში ვერ მოახერხა კარის "მშრალად" შენახვა.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 8 /
ჯანო ტრავმებმა დატანჯეს,რა ქნას უნდა თვითონ თუ რა,ბევრი თამაშს თავს დაანებებდა,ჯანო კარგი ფეხბურთელია იტყვის კიდევ თავის სიტყვას.
გოჩა
14:43 21-09-2019
1
ჯანოსგან ყველა მეტს ველოდით!! ძალიან საწყენია რო ასე გაფლანგა თავისი უძვირფასესი დრო სკამზე ჯდომით! მის ადგილზე რომ ვყოფილიყავი ნამდვილად ავირჩევდი ცოტა ნაკლებ ხელფას და მეტ სათამაშო დროს, რადგან უფრო განვვითარდებოდი და მომავალში უფრო მეტსაც გამოვიმუშავებდი , პირველ რიგში ფეხბურთის თამაშს ავირჩევდი. / ამ წლებს ვეღარ დაიბრუნებს ეს ბიჭი , რადგან ფეხბურთელობა ძალიან ხანმოკლეაა.
Vasili
14:11 21-09-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული