"შახტარის" მცველმა დავით ხოჭოლავამ ტრავმა მოირჩინა და თანაგუნდელ ანდრეი ტოტოვიცკისთან ერთად ინდივიდუალურად ვარჯიში დაიწყო, - იუწყება დონბასური კლუბის საიტი.
ხოჭოლავამ პირველ სექტემბერს "შახტარის" ვარჯიშზე მხარი ამოიგდო, მას შემდეგ არ უთამაშია და
ფიზიოთერაპევტის მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიშს შეუდგა.
"შახტარი" 22 სექტემბერს, უკრაინის ჩემპიონატის მორიგ ტურში ჩერნიგოვში "დესნას" შეხვდება.