საქართველოს ფუტსალის ნაკრები უკრაინასთან დამარცხდა

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა უკრაინის ქალაქ ივანო-ფრანკოვსკში ადგილობრივი ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგური შეხვედრა გამართა. მატჩი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით, 4:1 დასრულდა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან ერთადერთი გოლი მე-11 წუთზე ფუმასამ გაიტანა.

2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეინ-რაუნდისთვის მზადების პროცესში საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა უკრაინაში ორი ამხანაგური შეხვედრა გამართა. ავთანდილ ასათიანის გუნდი პირველ მატჩში რუმინეთს დაუპირისპირდა და ანგარიშით 6:3 დამარცხდა. საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მეინ-რაუნდის შეხვედრებს 24-27 ოქტომბერს პოლონეთში ჩაატარებს. ჩვენი ნაკრების მეტოქეები პოლონეთის, ესპანეთისა და ფინეთის ნაკრებები იქნებიან.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული