25 სექტემბერს "გენტმა" თასზე სტუმრად 4:0 მოუგო ქვედალიგურ "აალსტს" და ამ მატჩში თავი გიორგი ქვილითაიამ გამოიჩინა.
მწვრთნელმა იეს ტორუპმა ექსპერიმენტული შემადგენლობა ათამაშა და როგორც იქნა, თავის წარმოჩენის საშუალება მისცა ქართველ ფორვარდს.
ქვილითაიამ დუბლი შეასრულა, საგოლე გადაცემაც გააკეთა და თავისი გუნდის მერვედფინალში გასვლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.