საქართველოს ნაკრებისა და ყაზახური "ტობოლის" ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა გერმანიაში, ქალაქ მიუნხენში ოპერაცია გაიკეთა.
როგორც ყაზახური sports.kz იტყობინება, ქირურგიულმა ჩარევამ ფეხბურთელისთვის უსაფრთხოდ და ეფექტიანად ჩაიარა.
ექიმების პროგნოზის მიხედვით, ნიკას გამოჯანმრთელებისთვის თვე-ნახევარი დასჭირდება. კლუბი გეგმავს, რომ სარეაბილიტაციო კურსი კვეკვესკირმა სერბეთში გაიაროს.
ამ სეზონში ნიკამ კლუბის მაისურით 22 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულ მატჩებში ქართველმა ნახევარმცველმა 2 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.