This is a modal window.
The media could not be loaded, either because the server or network failed or because the format is not supported.
ბათუმის "დინამომ" გასვლაზე, წყალტუბოში, ქუთაისის "ტორპედო" დაამარცხა და ეროვნული ლიგის ლიდერი გახდა.
შეხვედრაში ანგარიში ქუთაისელებმა გახსნეს. მე-13 წუთზე გოლი ციცქიშვილმა გაიტანა. 2 წუთში ბათუმელებმა უპასუხეს, თავის მანჯგალაძემ გამოიჩინა. 41-ე წუთზე კი, ფლამარიონმა პენლატი ზუსტად შეასრულა და ბათუმის "დინამოს" მოაგებინა.
ეროვნული ლიგა, 29-ე ტური
ქუთაისის "ტორპედო" - ბათუმის "დინამო" - 1:2
გოლები: ციცქიშვილი 1:0 (13), მანჯგალაძე 1:1 (15), ფლამარიონი 1:2 (41)
"ტორპედო": კვასხვაძე, ნადარაია, ჭიჭინაძე, ხურცილავა, მაჩაიძე (ტაბატაძე, 58) ფონიავა, ცეცხლაძე ( ქორიძე, 75), ჩუკვურა, მოსიაშვილი (ჩოგაძე, 66), დოლიძე, ციცქიშვილი
"დინამო" : ალავიძე, ნავალოვსკი, გეგეჭკორი, კობახიძე, გაგოშიძე, მამუჩაშვილი, ტეიდი, ფლამარიონი, მანჯგალაძე, რამოსი (გაფრინდაშვილი, 59), დვალიშვილი (თევდორაძე, 80)
