![](https://sportall.ge/pictures/image5/842769b57ce170d52437d1cb24f1afcc.jpg)
2 ოქტომბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.
წილისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:
საბურთალო-ტორპედო
გარეჯი-ლოკომოტივი
დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრები 23 ოქტომბერს გაიმართება და ორივე მატჩი 14:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდები ერთმატჩიან დაპირისპირებაში გამოვლინდებიან.
მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით