ლევან კორღალიძე: იმედი მაქვს, ფინალში ჩვენ გავალთ

AutoSharing Option
"გარეჯთან" საქართველოს თასის ნახევარფინალური მატჩის შესახებ "ლოკომოტივის" მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ კლუბის საიტთან ისაუბრა:

"ნახევარფინალში სუსტი გუნდები არ არიან. ამიტომ, ძალიან სერიოზული თამაში გველის და ჩვენც, შესაბამისად, მთელი სერიოზულობით უნდა მოვემზადოთ. მე მჯერა ჩემი გუნდის და დარწმუნებული ვარ, მივაღწევთ იმ შედეგს, რასაც ჩვენ ვიმსახურებთ და რაც გვინდა.

ყოველთვის რთულია ხელოვნურსაფარიან მოედანზე თამაში. მით უმეტეს, როცა გუნდი მხოლოდ ბუნებრივზე ვარჯიშობს და თამაშობს. ჩვენ თასის წინა ორი ეტაპი ხელოვნურზე ვითამაშეთ და საჭირო გამოცდილებაც მივიღეთ. ეს ისეთი თამაშია, რომ ჩვენთვის არანაირი ხელისშემშლელი ფაქტორი არ
უნდა არსებობდეს.

მე კარგად ვიცნობ „გარეჯს“, როგორც გუნდს და ასევე, კარგად ვიცნობ მათ მთავარ მწვრთნელს - ძალიან კარგ, ახალგაზრდა და პერსპექტიულ სპეციალისტს. იმედი მაქვს, რომ ფინალში ჩვენ ვითამაშებთ და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ვემზადებით რთული თამაშისთვის".

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული