დავითაშვილმა პირველად გაიტანა - "რუბინმა" როგორც იქნა გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
5 ოქტომბერს, რუსეთის პრემიერლიგის მე-12 ტურში ქართველების "რუბინმა" სახლში 2:1 მოუგო "ტამბოვს".

"რუბინმა" ყველა ტურნირზე ექვსმატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ იმარჯვა, 14 ქულით მე-10 ადგილზეა და 19 სექტემბერს მოსკოვში "სპარტაკს" შეხვდება.

ყაზანურ გუნდში ჩემპიონატზე ჩატარებულ მე-9 მატჩში სადებიუტო გოლი გაიტანა ზურიკო დავითაშვილმა, რომელიც 73-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ შეცვალა.

დავითაშვილი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

"რუბინის" კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი ბექა მიქელთაძე სათადარიგო იყო.

სტუმართაგან გოლი "სპარტაკიდან" განათხოვრებულმა გიორგი მელქაძემ გაიტანა, მისი გუნდის კარს კი გიორგი შელია იცავდა - ორივე რუსეთის მოქალაქეა.


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 11 /
ყოჩაღ მაგრად ითამაშა, მის მაგივრად შესულმა კვარაცხელიამაც კარგად გაამწვავა თამაში და ერთ მომენტში რომ გამართლებოდა ულამაზეს გოლს იტანდა რამდენიმე მცველი მოატყუა და ვერ გაიტანა!! ჯერ კიდევ ბევრი აქვთ წინ რომ მოუმატონ ამ ბიჭებმა, ეხლა მთავარია ბევრი მუშაობა საკუთარ თავზე!! როგორც ვიცი 19 წლამდელებს ემატებიან რომ ელიტრაუნდში გავიდნენ, 2001 ერთიანები არიან!
Zaza
23:27 05-10-2019
3
ბრავო ზუკა,,საუკეთესოხარ,წარმატებები სულ, და ასეთ საუკეთესო ფეხბურთელს ამ გ შეკრებაზე ნაკრების არ იძახებს ვაი მწვრთნელი ვაისი, უკეთესი ვინ ყავს გამოძახებული,,პირადად ზუკას უამრავ წარმატებას ვუსურვებ,,
jiji
21:35 05-10-2019
18

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული