3 პენალტი და 89-ე წუთზე მოპოვებული გამარჯვება - "ჩიხურამ" სოსო ფრუიძეს საჩუქარი გაუკეთა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ფოტო: facebook.com/FCChikhura/

საქართველოს ეროვნული ლიგის 30-ე ტურში საჩხერის "ჩიხურამ" ივანწმინდაში "ვიტ-ჯორჯიას" უმასპინძლა და მეტოქე 89-ე წუთზე გიორგი კორიფაძის მიერ გატანილი პენალტის წყალობით დაამარცხა - 2:1.

შეხვედრაში ანგარიში გიორგი კორიფაძემ გახსნა. საჩხერელთა ნახევარმცველმა მატჩის დასაწყისში პენალტი გაიტანა და მასპინძლები მე-2 წუთზე დააწინაურა.

ვიტ-ჯორჯიამ ანგარიში 70-ე წუთზე გაათანაბრა. მაისაშვილმა საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა და მუსელიანმა პენალტი ზუსტად შეასრულა- 1:1.

88-ე წუთზე ბესიკ დეკანოიძის წაქცევისათვის დანიშნული პენალტი ზუსტად ისევ კორიფაძემ შეასრულა და კარგი საჩხერელებმა საჩუქარი გაუკეთეს თავიანთ მთავარ მწვრთნელ სოსო ფრუიძეს, რომელიც 62
წლის გახდა.

აღსანიშნავია "ვიტელების" მეკარის, ლევან ისეგიშვილის კარგა თამაში. რომ არა ის, "ჩიხურა" კიდევ ბევრ გოლს გაიტანდა. ამ გამარჯვების შემდეგ, კი საჩხერელებმა გასავარდ ზონას თავი დააღწიეს და მე-7 პოზიციაზე გადაინაცვლეს. მე-4 ადგილზე მყოფ "ლოკომოტივს" "ჩიხურა" 5 ქულით ჩამორჩება.


ეროვნული ლიგა, XXX ტური

საჩხერის "ჩიხურა" - "ვიტ ჯორჯია" 2:1

კორიფაძე (პენ) 1:0 (2), მუსელიანი (პენ) 1:1 (70), კორიფაძე (პენ) 2:1 (89)

"ჩიხურა":  ჰამზიჩი, მაისაშვილი, კაშია, მეგრელიშვილი (ჩიტეიშვილი, 55), კორიფაძე, ჩიხლაძე (მარკოზაშვილი, 53), ჩიკვაიძე, დეკანოიძე, ლექვთაძე (ფანცულაია, 77), მუმლაძე, სარდალიშვილი

"ვიტ- ჯორჯია": ისერგიშვილი, ქისიევი, სეხნიაშვილი, ჩიტიშვილი, კიკალიშვილი, ნემსაძე, ნანობაშვილი (ჯანელიძე, 58), ზარიძე, თათხაშვილი (ვაზაგაშვილი, 58), მუსელიანი, მაქაცარია (ნაჭყებია, 87)

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული