ლუბა გოლოვინამ ვერცხლის მედლის მოპოვების შემდეგ კომენტარი გააკეთა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე ქალთა ინდივიდუალურ შეჯიბრებაზე ბატუტზე ხტომაში ლუბა გოლოვინამ ვერცხლის მედალი მოიპოვა.

29 წლის სპორტსმენმა საკუთარი წარმატებული გამოსვლის შესახებ კომენტარი გააკეთა.

"ჩემი გამოსვლით კმაყოფილი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ვერცხლი ავიღე. ამაში დიდი შრომა ჩავდეთ. მინდა ყველას, ვისაც ჩემი იმედი ჰქონდა, მადლობა გადავუხადო.

მე ჩემს ფრანგ კონკურენტზე დიდი კოეფიციენტი მქონდა, მაგრამ, რადგან პირველი გამოვდიოდი, ქულები დამაკლეს. ამაზე საუბარი არ მინდა, დღევანდელი დღით მაინც კმაყოფილი ვარ.

ხვალ გვაქვს ინდივიდუალური ხტომები ბიჭებში, თენგიზ კოშკაძე გამოდის. საღამოს კი მე და თეონა ჯანჯღავა
გამოვდივართ წყვილებში. წინასწარ ვერ ვიტყვით ვერაფერს, სპორტია და ყველაფერი ხდება, თუმცა იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად დამთავრდება", - განაცხადა ლუბა გოლოვინამ.

altმინსკი 2019. დღე პირველი: ქართველი სპორტსმენების მონაგარი - 3 ოქრო, 3 ვერცხლი და 4 ბრინჯაო


Sportall.Ge


მკითხველის კომენტარები / 2 /
გენაცვალე, სულ გახარებული იყავი და ბედნიერი ჩვენდა გასახარად....
პატრე
13:15 25-06-2019
0
ეს დიდი წარმატებაა! ძალიან ვგულშემატკივრობ ლუბას! მშრომელი და თავდაუზოგავი სპორტსმენია ! ვულოცავ და მჯერა, კიდევ დიდ წარმატებას მიაღწევს!
:))))
13:23 25-06-2019
0

სიახლეები პოპულარული