ლევან ბერიშვილი: ერთადერთი სპორტი ვართ ამ ეტაპზე, რომელსაც რეალურად აქვს შანსი, ოლიმპიურ თამაშებში შევიდეს

AutoSharing Option
საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის შემადგენლებაში შედის: ისეთი სახეობები, როგორებიცაა: წყალბურთი, ცურვა, წყალში ხტომა, სინქრონული ცურვა, ღია წყალში ცურვა და ვეტერანები. თუ რა გამოწვევების წინაშე დგას თითოეული მათგანი და რას უნდა ველოდეთ სამომავლოდ, ამის შესახებ გვესაუბრება ფედერაციის გენერალური მდივანი ლევან ბერიშვილი.

- თავდაპირველად შევეხები, მიმდინარე მოვლენებს. 11- დან 18 აგვისტომდე თბილისში 17-წლამდე წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატი გაიმართება, რომელსაც ვუმასპინძლებთ დიღმის ოლიმპიურ ბაზაზე არსებულ ახალ ღია აუზზე. ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებს 16 საუკეთესო გუნდი ევროპიდან. ჩვენი მოწინააღმდგეები იქნებიან რუმინეთის, საბერძნეთის და მონტენეგროს გუნდები.

წყალბურთის შესახებ

- ფინანსების უქონლობის გამო, ვწუხვართ, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენი მოსახლეობა იმდენად კარგად არ გვიცნობს ჩვენ, რამდენადაც საჭიროა, რომ იცოდნენ ჩვენ შესახებ.

ვგულისხმობ იმას, რომ რეალურად ერთ-ერთი სპორტის სახეობა ვართ, რომელიც უკვე მესამეჯერ სტაბილუად მონაწილეობს ევროპის ჩემპიონატზე. ევროპის 12 გუნდში შევდივართ და 12 საუკეთესო გუნდში შესვლა, იმ პირობებში, რაც ჩვენ გვაქვს, იმ ქვეყნებთან შედარებით, რომელ ქვეყნებსაც ვუგებთ, განსხვავება ცა და დედამიწაა. იმიტომ, რომ ჩვენ ფაქტობრივად, მხოლოდ "ოლიმპიკი" გვაქვს, აუზი სადაც ახლა ვიმყოფებით.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ გვაკლია აუზების რაოდენობა. სერიოზულ დეფიციტს განვიცდით ამ მხრივ, ვგულისხმობ სტანდარტების შესაბამისად მოწყობილ აუზს.

მართალია, 25-მეტრიანი აუზები არის ქალაქში, მაგრამ ვერ აკმაყოფილებს სტანდარტებს. აქვე მინდა დავამატო, რომ საქართველის ჩემპიონატი უფრო მასშტაბური გახდა.

Sportall.Ge

2009 წელს, როდესაც ამ ფედერაციის აღდგენა დავიწყეთ და საერთოდ წყალბურთის ნაკრების განვითარება, სულ ორი გუნდი იყო და ორივე დაკომპლექტებული იყო ნაკრების მოთამაშეებით.

ათი წლის განმავლობაში მივაღწიეთ იმას, რომ უკვე ხუთი გუნდი იღებს საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობას და შესაბამისად, ძალიან დაძაბული, საინტერესო თამაშების მომსწრე ვხდებით.

სიახლეების შესახებ სოციალურ ქსელში ვწერთ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ისევ და ისევ ფინანსები გვიქმნის ბარიერებს და პიარისთვის თანხების გამოყოფა გვენანება. გვირჩევნია ფული ბავშვებს მოვახმაროთ და მათ არ მოვაკლოთ ყურადღება.

Sportall.Ge
ოლიმპიკი

მიუხედავად იმისა, რომ სპორტის სხვა სახეობა უფრო პოპულარულია ჩვენთან, რეალურად, ჩვენ უკეთეს შედეგებს ვაღწევთ. ბიუჯეტიც იზრდება ყოველ წელს და იმედი გვაქვს მეტ შედეგს დავდებთ მომავალში. სამი ნაკრები გვყავს: 15-წლამდელთა, 17-წლამდელთა და ეროვნული ნაკრები.

- ყველა იმ სახეობას რომელიც თქვენ ფედერაციას ექვემდებარება, მხოლოდ ეს ერთი აუზი აქვს სავარჯიშოდ?
- დიახ, ასეა. დილის 7 საათიდან ღამის 11 საათამდე დაკავებულია. სახეობებს გრაფიკი აქვთ გაწერილი და იმის მიხედვით ვარჯიშობენ.

თამაშით, გერმანიის, ჰოლანდიისა და საფრანგეთის გუნდების დონეზე ვართ და რომ გადახედო მათ ქვეყანაში აუზების რაოდენობას, სპორტის ამ სახეობაში ბავშვების ჩართულობას, მოსახლეობის განწყობას, მიხვდებით რამხელა განსხვავებაა. შემიძლია თავისუფლად ვთქვა, რომ ევროპის უმეტეს ქვეყანაში, უმეტესობამ ცურვა იცის. ჩვენს ქვეყანაში კი ეს პრობლემა ჯერ კიდევ სერიოზულად დგას. ჩვენს ფედერაციას კი საერთოდ არ აქვს აუზი.

Sportall.Ge
ოლიმპიკი

- მოგვიყევით წარმატებულ ქართველ წყალბურთელებზე...
- ეს გუნდური სპორტია და რთულია, გამოარჩიო რომელიმე სპორტსმენი, უბრალოდ შეიძლება აღინიშნოს, რომ ჩვენი წამყვანი მოთამაშეა კაპიტანი ზუკა რურუა და ასევე ანდრია ბითაძე, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი თავდასხმელია. ზუკა უკვე აბიჯებს ვეტერანობისკენ, ანდრია კი წარმატებული ახალგაზრდა სპოტსმენია და უცხურ კლუბებშიც თამაშობდა, თუმცა წელს თბილისის "დინამოში" ჩამოვიყვანეთ, რომ ევროპის საკლუბო ჩემპიონატი ვითამაშოთ.

- რა ასაკამდე შეუძლია წყალბურთის თამაში სპორტსმენს?
- ეს ყველაფერი თავისთავად ინდივიდუალურია და რაც უფრო ასაკში შედიხარ, მით უფრ რთული ხდება წყალბურთის თამაში, თუ გამონაკლისებს არ ჩავთვლით. შეიძლება 40 წლამდეც ითამაშო, ძირითადად კი მაქსიმალურ ასაკად 38 წელი ითვლება.

- სად შეიძლება დაეუფლონ ბავშვები წყალბურთს?
- მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა აუზზე არის შემსწავლელი კურსები და ჯგუფები, როგორც ცურვის, ასევე წყალბურთის.

- რეგიონებში რა მდგომარეობაა ამ კუთხით?
- ბათუმს აქვს გუნდი. საქართველოს პირველობაში მონაწილეობას იღებენ სამივე ასაკობრივ კატეგორიაში. მათ აქვთ 50-მეტრიანი აუზი "პლაზა ბათუმი", თუმცაღა თავის დროზე ეგ უფრო დამსვენებლებისთვის აშენდა, ასე იყო გათვლილი. არც ტრიბუნები აქვს. მოკლედ, ინფრასტრუქტურა ისე არ აქვს მოწყობილი, რომ რაიმე დონის შეჯიბრება ჩაატარო, თუმცა სარგებლობენ და ვარჯიშობენ და ამ აუზს იყენებენ თავისთავად.

ქუთაისში ორი აუზი არის, თუმცა ორივეზე პრობლემაა, რა დროც არის სავარჯიშოდ გამოყოფილი, (3-დან 5 საათამდე) არის მოუხერხებელი.

საქართველოს მოცურავეთა ნაკრების შესახებ...

- საქართველოს მოცურავეთა ახალგაზრდული ნაკრები ახლა ევრპოპის ჩემპიონატზე იმყოფება, რომელიც ყაზანში ტარდება და ველოდებით, რომ რამდენიმე სპორტსმენი გააუმჯობესებს თავის შედეგს. მოცურავეები ძალიან მონდომებულები არიან. მწვრთვნელები არ იშურებენ ენერგიას, რომ მაქსიმალურ შეგეგს მივაღწიოთ.

- შარშან სამწუხაროდ, ცუდად დაგვამახსოვრდა წყალში მხტომელების თორნიკე ონიკაშვილის და სანდრო მელიქიძის გამოსვლა ევროპის ჩემპიონატზე...
- ხალხმა არ იცის რეალურად რა მოხდა. ნახეს ის, რაც გაშუქდა. სპორტსმენებს არ ჰქონდათ დრო, რომ ევარჯიშათ, აკლიმატიზაცია გაევლოთ, მოხდა ისე, რომ რეისი გაუქმდა, გლაზგოში იყო ევროპის ჩემპიონატი და შეჯიბრის დღეს ჩავიდნენ რამდენიმე საათით ადრე.

altრა მოხდა ევროპის ჩემპიონატზე - Eurosport-მა ქართველ წყალში მხტომელს დასცინა [VIDEO]

ჩვენ შეგვიძლია ეს სპორტსმენებმა გავიგოთ, მაგრამ მაყურებელს უჭირს ამის გაგება. ახლა ჩვენი წყალშიმხტომელები თორნიკე და სანდრო უნივერსიადაზე იმყოფებიან, რომელიც ნეაპოლში ტარდება. ძალიან კარგ პირობებში არიან, ვესაუბრეთ და როგორც მაქვს ინფორმაცია, ჩვენი ბიჭები ინდივიდუალურდაც გამოვლენ.

იმედი გვაქვს, რომ საუკეთესო ათეულში მოვხვდებით. ამ კუთხითაც გვაქვს ინფრასტრუქტურული პრობლემები. თავისი აუზი სჭირდება სპორტის ამ სახეობას. კოშკი არ არის, თუ კოშკი არ არის, თავისთავდ ვერ იხტუნავებს სპორტსმენი.

- კოშკის გარეშე, როგორ ვარჯიშობენ სპორტსმენები?
- წყლაში მხტომელები ვაკის აუზზე ვარჯიშობენ, სადაც არის ძველ კოშკები და იმას იყენებენ. პირობები არ გვაქვს შესაფერისი.

- თუ იგეგემება ფედრაციისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის გაზრდა? რამდენჯერმე ახსენეთ ფინანსური პრობლემები. ვინ გასპონსორებთ?
- სამომავლოდ ბიუჯეტის გაზრდა იგეგმება. ჩვენ მხოლოდ ერთი სპონსპორი გვყავს, "ვითიბი" ბანკი, რომელთანაც უკვე სამი წელია ვთანამშრომლოობთ, ისინი ფინანსურად გვეხმარებიან, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩვენი პრობლემაც არის, რომ სპონსორები არ გვყავს, სხვისკენ ხელს არ ვიშვერ, მესმის, რომ სპონსორები ისეთ სახეობებზე ხარჯავენ ფულს, რომლებიც რეზონანსულია და ყურებადია, ჩვენს შემთხვევაში პრობლემა ის არის, რომ ფიზიკურად სპორტსმენს არაფერი აცვია და ზედ ვერაფერს დავაწერთ. თუმცა იმის პროგანდა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი და წყალთან შეხება, ცურვა, ეს არის ადამიანის ისეთი ძირითადი ინსტიქტი, რომელიც ყველა უნდა იცოდეს, ვფიქრობ აუცილებელია.

მაგ. ესტონეტში მიიღეს კანონი, რომელსაც თავდაცვის სამინსიტრომ, განათლების სამინისტრომ, სპორტის სამინისტრომ, კულტურს და ჯანდაცვის სამინისტრომ მოაწერა ხელი და ყოველ წელს ბიუჯეტიდან 2 მილიონი ევრო გამოყვეს იმისთვის, რომ ყველ ბავშვს, შესაწვალონ ცურვა. უფრო მეტიც სასწავლო პროგრამაში შეიტანეს ცურვის გაკვეთილები.

პერსპექტივები

- ამ ეტაპზე წყალბურთი ერთადერთი სპორტია, რომელსაც რეალურად აქვს იმის შანსი, რომ ოლიმპიურ თამაშებში შევიდეს, რაც თავისთავად ძალიან რთული ამბავია, რადაგნ მთელი მსოფლიოდან 12 გუნდი იღებს მონაწილეობას და თავიდან ევროპის ჩემპიონატზე უნდა შევიდეთ ათეულში, მერე იქნება ოლიმპიადის შესარჩევი, თან ქვეჯგუფებიც კარგად უნდა დაემთხვეს.

შესაბამისად უნდა მოვემზადოთ. ნამდვილად არის იმის რეალური შანსი, სხვა სპორტის სახეობებთან შედარებით, რომ შევძლოთ ოლიმპიადაზე გასვლა და ეს არის ამ ეტაპზე ჩვენი მხრიდან ხმამაღალი ნათქვამი.

სინქრონული ცურვა

- სინქრონულს ცურვაზე მოსიარულე გოგონების რაოდენობა ყოველ წელს იზრდება. ტურნირებში მონაწილეობა სულ ორი წელია, რაც დავიწყეთ. აქამდე  სინქრონული ცურვის რუკაზე არ ვარსებობდით. ახლა გამოვჩდით და უკვე შედეგებსაც ვდებთ.

ღია წყალზე ცურვა

- ეს სახეობა ჩვენთან პოპულარულია და ჯერჯერობით არც განვითრებულია. პრაქტიკულად, მხოლოდ სახეობა გვაქვს. თუმცა როცა, რამე შეჯიბრი ტარდება, შეიძლება ჩვენი მოცურავეები გამოვიდნენ და მიიღონ მონაწილეობა.

რაც შეეხება ვეტერანებს, წყალბურთელ ვეტერანებს ვგულისხმობ, ბოლოს ალმაატაში იყვნენ და მეორე ადგილზე გავიდნენ. სამწუხაროა, რომ ისევ და ისევ აუზის უქონლობის გამო ვერ ახერხებენ ყოველდღიურ დატვირთვას.

მოგეხსენებათ, ვეტერანებში მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება და ეს კარგი საშუალებაა, იმისთვის, რომ სპორტსმენები დიდხანს იყვნენ დაკავებული.

ავტორი: რუსკა კილასონია


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული