ლიპარტელიანს შანსი აქვს, მსოფლიოს ჩემპიონატი პირველად მოიგოს. აქამდე, მას მას ამ ტურნირზე ერთხელ ვერცხლისა და 2-ჯერ ბრინჯაოს მედალი აქვს აღებული.
გულშემატკივარს ჩემპიონატის ლაივ-სთრიმით ხილვა ამ ბმულზე შეუძლია.
ფინალში, რომელიც დაახლოებით 19 საათზე დაიწყება, ლიპარტელიანის მეტოქე იაპონელი აარონ ვოლფი იქნება. მანამდე კი, ადამ ოქრუაშვილი რეპეშაჟში იჭიდავებს, გურამ თუშიშვილი კი, ფინალის საგზურისთვის, დაუმარცხებელ ტედი რინერს დაუპირისპირდება.