IJF: ქართველმა თუშიშვილმა შეძლო ის, რაც ბევრს არ შეუძლია - მან ტედი რინერი წააქცია!

AutoSharing Option
ქართველ ძიუდოისტს, გურამ თუშიშვილს, მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში ტედი რინერთან ტოლსწორად ჭიდაობა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ დაუფასა.

ფედერაციის Facebook-ის გვერდზე, თუშიშვილისა და რინერის დაპირისპირება "ტიტანების ჯახად" მოინათლა. თამაშის შემდეგ კი, იმავე გვერდზე, ასეთი ტექსტი გამოქვეყნდა: "ქართველმა თუშვიშვილმა მოახერხა ის, რაც ბევრს არ შეუძლია - მან ტედი რინერი წააქცია! ამისთვის ქულა არ მიუღია, მაგრამ დაპირისპირება კი დაძაბა."

გურამ თუშიშვილი ბრინჯაოს მედლისთვის რამდენიმე წუთში იბრძოლებს.

- ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: ვარლამ ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიგო
მკითხველის კომენტარები / 7 /
წააქცა და იმწამსვე გატყდა, მერე ბრნჯაოზეც ხელჩაქნეული გამოვიდა, ასე არ შეიძება, მებრძოლია და ბოლომდე უნდა იბრძოლოს, რა დასანანიც არ უნდა მოხდეს მანამდე, ისე კარგი სპორტსმენი ვერ იქნები ვერადროს.
lasha19
00:41 04-09-2017
0
თუშიშვილს და ბიჭებს ზურგს ვინმე რომ უმაგრებდეთ ბევრად უკეთესი შედეგები გვექნებოდა. ძიუდოს ფედერაცია და მისი ჯოგ ბანდა, რომ მიემგზავრებიან ამ შეჯიბრებზე და არხეინად ატარებენ დროს. ერთი კაცი მაინც არსებობს რომ ამდენ უსამართლობაზე ხმა ამოიღოს, ან ის მელოტი კუ ნუცუბუძე რას მიკეთებს ამ ტურნირებზე, ვითომ მაგარი სამართლიანი კაცის მანტია რომ მოურგია და ხუთი ფინალიც ამსაჯეს. დავიჯერო ერთი სიტყვაც კი არ ეთქმის იმ ფიდარაციაში ქართველების მიმართ დევნა რომ შეწყვიტონ?
................
23:51 03-09-2017
1

სიახლეები პოპულარული