"არ ვიცი რა ვთქვა, ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ენით აუღწერელია ის, რასაც ვგრძნობ.
ჩემპიონობისთვის ყველაფერი გავაკეთე, მზად ვიყავი ამ ტურნირისთვის ფიზიკურადაც და - ტაქტიკურადაც. ეტყობა, არ ვიმსახურებდი ოქროს მედალს...
ალბათ იაპონელმა მეტოქემ ჩემზე მეტი იშრომა. სხვას ვერაფერს დავაბრალებ მომხდარს.
ზოგადად კი, შეიძლებოდა უფრო მეტი მედლის მოპოვება ამ ჩემპიონატზე. ბევრი შეხვედრა ჩვენი ძიუდოისტების მონაწილეობით კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. არ ვიცი, ეს რისი ბრალია, ალბათ მაინც ახალი წესების,
ასევე კარგი მსაჯობის შემთხვევაში, ვფიქრობ, ზოგ შეხვედრაში მოგება ჩვენს ბიჭებს დარჩებოდათ, მაგრამ...", - გვითხრა ლიპარტელიანმა.
ეგ არაფერი ვარლამ,ვერცხლი მსოფლიოს ჩემპიონატზე,ჩავარდნა არ არის,მით უმეტეს ძიუდოში,გილოცავ და ასე განაგრძე.ოქრო აუცილებლად იქნება.მით უმეტეს,რომ ახალ წონაში უკვე ლიდერი გახდი.