100 კილომდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ლიპარტელიანმა ასპარეზობა მე-2 ეტაპზე დაიწყო, სადაც მან იაპონელი დაიკი ნიშიამა დამატებით დროში აღებული ვაზარით დაამარცხა. 1/4-ფინალში, ლიპარტელიანი დამატებით დროში თავად დამარცხდა ვაზარით, პორტუგალიელ ჟორჟე ფონსეკასთან. რეპეშჟში ქართველი ძიუდოისტის მეტოქე ლატვიელი იევგენის ბოროდავკო იყო, რომელსაც ვარლამმა ასევე დამატებით დროში, გაფრთხილებით მოუგო.
ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ლიპარტელიანის მეტოქე აზერბაიჯანელი ელხან მამადოვი იქნება.