"სპრემბერგთან" წინა პაექრობის მსგავსად, ქართველებმა ამჯერადაც უდანაკარგოდ იასპარეზეს და ორივემ იმარჯვა, თუმცა წინა ტურში ზებედა რეხვიაშვილმა (81) თუ ერთი შეხვედრა ჩაატარა, ხოლო ბექა ღვინიაშვილმა (90) - ორი, ამჯერად პირიქით მოხდა. თანაც, რეხვიაშვილმა სწორედ თანამემამულე შეცვალა.
პირველ წრეში ორივე ჩვენებურმა წმინდად მოიგო: ღვინიაშვილმა დანი ტემპელი დააიპონა, რეხვიაშვილმა კი, ვინც ამჯერად თავის წონაში იასპარეზა,
მეორე წრეში მწვრთნელებმა ღვინიაშვილი დაასვენეს, მის ნაცვლად კი 90 კილოგრამში რეხვიაშვილი დააყენეს. იმის მიუხედავად, რომ ჩვენებური მისთვის უჩვეულო წონაში გამოდიოდა და ბევრად უფრო მძიმეწონიან ხალხთან უწევდა ჭიდაობა, მაინც იმარჯვა: მარკ ნატოს ვაზარით აჯობა. მის ნაცვლად მწვრთნელებმა 81-ში სახელოვანი გერმანელი ფალავანი სვენ მარეში დააყენეს, ვინც დამაჯერებლად, იპონით აჯობა თანამემამულე იოჰანეს კრუსს.
კიდევ უფრო ქართული "ეტლინგენი" ამჯერად საპასუხო ვიზიტით ეწვია ჰამბურგს და ისევ წააგო: 3:11. სამწუხაროდ, უდანაკარგოდ ვერც მისმა ქართველებმა იჭიდავეს: სამმა ჩვენებურმა ოთხი შეხვედრა ჩაატარა და მხოლოდ ერთი მოიგო. ეს თამაზ კირაკოზაშვილმა შეძლო მეორე წრეში, ვინც 81-ის მოჭიდავეა, თუმცა, ბედის ირონიით, ის ამ წონაში დამარცხდა - გერმანიის ნაკრების წევრ დომინიკ რესელთან ვაზარიც გაუშვა და იპონიც, ხოლო როცა 90-ში დააყენეს, იქ იმარჯვა: ჟულიენ აპელტი დააიპონა.
მოგებასთან ახლოს იყო დავით ლორიაშვილიც, ვინც ისევ ერთი შეხვედრა ჩაატარა და ისევ მძიმე წონაში. ჩვენებური ვაზარს უგებდა გერმანიის ნაკრების კიდევ ერთ წევრ ანდრე ბრაიტბარტის, მაგრამ საბოლოოდ იპონით წააგო. გიორგი ბროლაშვილი (60) ამჯერადაც დამარცხდა ოთარ ბესტაევთან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"