პირველი მედალი რუსეთიდან! - ვაჟა მარგველაშვილმა რუსს მეტოქეს ულამაზესი გდებით სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
16 დეკემბერს ქართველმა ძიუდოისტმა ვაჟა მარგველაშვილმა (73) სანქტ პეტერბურგის მსოფლიოს მასტერსზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მარგველაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში რუს მიხაილ პულიავეს შეხვდა და უალამაზესი გდებით ვაზარი მიითვალა, თუმცა გდება აშკარად იპონს იმსახურებდა. ამის მიუხედავად მარგველაშვილმა საბოლოოდ მაინც მოიგო შეხვედრა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს მედალოსანი ვაჟა მარგველაშვილი (66) პირველივე წრიდან ჩაება შეჯიბრებაში და რუს ანზაურ არდანოვს ვაზარით მოუგო.

შემდეგ კი მოლდოველ დენის ვიერუ დაამარცხა. მესამე შეხვედრაში კი ქართველი ძიუდოისტი ყაზახ იელდოს ზუმაკანოვთან იპონით დამარცხდა.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ულოცავ ვაჟას წარმატებას, მაგრამ ამ კომენტატორების კი გამკვირვებია რაააა!!! შე კაი დედმამის შვილო, როცა ძიუდოს რეპორტაჟს აკეთებ და პრეტენზია გაქვს ამაზე, წესებს ზედმიწევნით კარგად თუ არა, საშუალო დონეზე მაინც ხომ უნდა ფლობდე!!! რომელ იპონზე შეიძლება იყოს საუბარი, როცა მეტოქე ცალ მხარზე დაანარცხა ვაჟამ. მსაჯებმა ზუსტად შეაფასეს ეს გდება. ეს მე, დილეტანტმა მოყვარულმაც შევნიშნე.
gogi
20 დეკემბერი 2017 16:35
0
ლინკი დადედ ვინმემ მეგობრებო.
bajo
17 დეკემბერი 2017 12:13
0
"რა ვაზარი, ისე დაახეთქა აქ გავიგონე ხმა" დახეთქების ხმის მიხედვით არე იძლევიან იპონს. იპონია როცა მთელი ზურგით ანუ ორივე ბეჭით დაახეთქებ და ამ შემთხვევაში მარტო მარცხენა ბეჭზე დავარდა რუსი
eldari
17 დეკემბერი 2017 10:39
0
სამწუხაროდ ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული სპორტია..
Mm
17 დეკემბერი 2017 00:12
1
მოკლედ სამწუხაროა მაგრამ არაპროპესიონალები ზიან სტუდიაში. აშკარად ვაზარი იყო და არა იპონი! რადგან ჩვენიანია არ შეიძლება ესეთი სუბიექტურები ვიყოთ.

მედი პროფესიონალიზმია საჭირო როდესაც სტუდიაში ზიხარ და კომენტარებს აკეთებ.
ggg
16 დეკემბერი 2017 22:09
3
კი, ცალბეჭზე დააგდო. ეს კი იპონი ნამდვილად არ არის.
ოკრიბელი
17 დეკემბერი 2017 21:11
0
სამარცხვინოა ოკუპანტ ქვეყანაში ქართველების ჩასვლა
გოგა
16 დეკემბერი 2017 22:08
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული